ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებს, რომელთათვისაც საქართველო საზღვრებს უპირობოდ არ ხსნის, საქართველოში 14-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
270 08 ივლისი 2020, 11:41

იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებმაც საქართველო შეიყვანეს ე.წ. მწვანე სიაში, ან დაუწესეს სხვადასხვა სახის შეზღუდვები, შეეძლებათ საქართველოში შემოსვლა 14-დღიანი სავალდებულო კარანტინის პირობით, რომლის ხარჯებსაც თავად გაიღებენ. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ჩიქოვანმა აღნიშნა, სავალდებულო 14-დღიანი კარანტინის გავლა საქართველოს მოქალაქეებსაც მოუწევთ შემდეგ ქვეყნებში: იტალია, კვიპროსი, ისლანდია და სლოვენია.

„ქეყნებთან მიმართებით, რომლებმაც საქართველოსთვის არ გახსნეს საზღვარი ჩვენი მხრიდანაც ნარჩუნდება დღეს არსებული რეჟიმი. ხოლო იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებმაც საქართველო შეიყვანეს ე.წ. მწვანე სიაში და აქ არ ვგულისხმობთ იმ 5 ქვეყანას (გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი), რომელიც ჩამოგითვალეთ, ან კიდევ დაუწესეს სხვადასხვა სახის შეზღუდვები, მათ შეეძლებათ საქართველოში შემოსვლა 14-დღიანი სავალდებულო კარანტინის პირობით, რომლის ხარჯებსაც თავად გაიღებენ.

5 ქვეყნის გარდა ქვეყნებთან, რომლებმაც ასევე უპირობოდ გახსნეს საზღვრები საქართველოსთვის გრძელდება შემდგომი მუშაობა შესაბამის პროცედურებთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე საზღვრებს საქართველოსთვის არ ხსნიან შემდეგი ქვეყნები: ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, დანია, ნორვეგია, მალტა, ფინეთი, შვეიცარია, ჩეხეთი, სლოვაკეთი და უნგრეთი. უნგრეთის შემთხვევეში თქვენ იცით, რომ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ბოლო ვიზიტის დროს, რომელიც რამდენიმე დღის წინ განხორციელდა, შევთანხმდით, რომ შევქმნით სპეციალურ კომისიას, რომელიც იმუშავებს მიმოსვლის აღდგენის საკითხებზე. ზოგიერთმა ქვეყანამ კი, როგორიცაა: იტალია, კვიპროსი, ისლანდია და სლოვენია გახსნის მზაობა გამოთქვა კონკრეტული შეზღუდვების დაწესებით საქართველოს მოქალაქეებისთვის. მათ შორის, ამ ქვეყანაში ჩასულმა პირებმა უნდა გაიარონ 14-დღიანი სავალდებულო კარანტინი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის გამოქვეყნებული რეკომენდაციები და მასში მოცემული ქვეყნების სია ყოველ ორ კვირაში ერთხელ განახლდება და გადაიხედება შესაბამისი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

შეგახსენებთ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველო გერმანიას, საფრანგეთს, ლატვიას, ლიეტუვას და ესტონეთს საზღვარს უპირობოდ უხსნის.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრი, რომელიც სახელმწიფო მიწების მითვისებაშია ეჭვმიტანილი, თანამდებობიდან გადადგა
ლევან ნიკოლეიშვილი - რეზოლუციით ფაქტობრივად ითხოვენ ლგბტ პროპაგანდის დაკანონებას და გამჭვირვალობის კანონის არ მიღებას, რათა საქართველოში კვლავ შავი ფული შემოვიდეს და ამით შეძლონ დესტრუქციული ძალების დაფინანსება
ემანუელ მაკრონი - ევროპამ უნდა აჩვენოს, რომ აშშ-ის ვასალი არ არის
ამ დაწესებულებისგან ძალიან დავალებული ვარ, იმიტომ რომ უკვე რამდენი რეზოლუცია არის მიღებული პერსონალურად ჩემს შვილთან დაკავშირებით
სოზარ სუბარი: იმისთვის ვიბრძვით, რომ ევროპაში შევიდეთ ჩვენი ღირებულებებით - არა რაღაც უფორმო მასაში, არამედ ევროპაში, სადაც საქართველოს ექნება თავისი განსხვავებული, ძალიან მნიშვნელოვანი ხმა
არქივი