საქართველო ხუთ ქვეყანას - გერმანიას, საფრანგეთს, ლატვიას, ლიეტუვას და ესტონეთს უპირობოდ უხსნის საზღვრებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
320 08 ივლისი 2020, 11:32
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველო 5 სახელმწიფოსთან საზღვარს უპირობოდ ხსნის. ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„დღეისათვის იმ ქვეყნებიდან, ვინც საქართველოს უპირობოდ გაუხსნა საზღვარი, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოც ასევე უპირობოდ ხსნის საზღვარს 5 სახელმწიფოსთვის. ესენია: გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი,“- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მისივე ინფორმაციით, ჩამოთვლილი 5 ქვეყნის მოქალაქეებს, რეზიდენტებს შეეძლებათ ყველა სახის ვიზიტი საქართველოში, მხოლოდ პირდაპირი საჰაერო გზით. მისივე განმარტებით, საქართველოს საზღვრის გადმოკვეთამდე მათ უნდა შეავსონ სპეციალური ელექტრონული ანკეტა.

„საქართველოს საზღვრის გადმოკვეთამდე მათ უნდა შეავსონ სპეციალური ელექტრონული ანკეტა, რომელშიც დეტალურად იქნება გაწერილი ყველა პროცედურა და ასევე ამ ინფორმაციაში იქნება გათვალისწინებული, რომ თითოეულმა მგზავრმა უნდა წარმოადგინოს საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობის ისტორია. ასევე, ანკეტაში იქნება გათვალისწინებული ინფორმაცია, სადაც იქნება აღნიშნული, თუ სად აპირებს გაატაროს დრო და დარჩეს ჩვენი ქვეყნის სტუმარი საქართველოში ყოფნის პერიოდში. მისი საკონტაქტო ინფორმაცია და სხვა ინფორმაცია, რომლებიც ჩვენ მოგვცემს საშუალებას, გვქონდეს ზუსტი ინფორმაცია საჭიროების შემთხვევაში. მათივე თანხმობის შემთხვევაში, ან/და საზღვარზე თერმოსკრინინგის გავლის დროს თუ დაფიქსირდა 37 გრადუსზე უფრო მაღალი ტემპერატურა, აეროპორტში მათ ჩაუტარდებათ PCR ტესტი.

ასევე, სავალდებულო წესით ტესტირებას ან კარანტინს გაივლიან ის პირები, რომლებსაც ბოლო 14 დღის განმავლობაში აქვთ ევროკავშირის არაწევრ მაღალი საფრთხის მქონე ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია. საქართველოში ჩამოსულ თითოეულ პირთან მთელი აქ ყოფნის განმავლობაში, პროაქტიულ კომუნიკაციაში იქნება და მათზე იზრუნებს სპეციალურად შექმნილი ქოლცენტრის ჯგუფი,“- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სამტრედიაში ამ ეტაპზე 60-ზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა
სომხეთი აზერბაიჯანს დაუბრუნებს ოთხ სოფელს, რომლებსაც 1990-იანი წლების კონფლიქტის შემდეგ აკონტროლებდა
ეკა სეფაშვილი: ვის აინტერესებს, საქართველო ომს წააგებს თუ არა, ან ერთი ქართველი მაინც თუ დარჩება ამ ქვეყანაში?! ეს ტერიტორია გლობალური ომის პარტიას აინტერესებს, რადგან კავკასიის რეგიონში მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ მდებარეობას იკავებს
ოლაფ შოლცი - მსოფლიოში პრაქტიკულად არ არსებობს არცერთი სახელმწიფოს მეთაური, რომელსაც სჯერა, რომ უკრაინაში ომს რუსეთისთვის აზრი აქვს
არქივი