საქართველოს მოქალაქეები მონტენეგროში დამატებითი შეზღუდვების გარეშე შეძლებენ შესვლას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
274 08 ივლისი 2020, 10:52

მონტენეგრომ საქართველო შეიყვანა იმ ქვეყნების სიაში, რომლის მოქალაქეებიც მონტენეგროში შესვლას დამატებითი შეზღუდვების გარეშე შეძლებენ. 

ქვეყნების სია მონტენეგროს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. მათ შორის წარმოდგენილია ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო და კიდევ 50 ქვეყანა, მათ შორის საქართველო. ამ სიაში წარმოდგენილ ქვეყნებიდან მონტენეგროში ჩასვლისას მოგზაურს კორონავირუსზე ტესტის ცნობის წარდგენა ან კარანტინის გავლა არ მოუწევთ. საქართველოსთან ერთად, ჩამონათვალში ასევე მოხვდნენ უკრაინა, ბელარუსი, თურქეთი, ჩინეთი.

ამასთან, მონტენეგროს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტმა გამოაქვეყნა ქვეყნების სია, საიდანაც მონტენგროში ჩასასვლელად კორონავირუსზე ტესტის ნეგატიური პასუხი უნდა წარადგინონ. ეს ქვეყნებია ალბანეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, კოსოვო, ისრაელი, სინგაპური და კანადა.

დანარჩენი ქვეყნებიდან მონტენეგროში ჩასასვლელად სავალდებულო იქნება კარანტინის გავლა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საქართველოს მსოფლიო კულინარიის ვარსკვლავი ჯეიმი ოლივერი სტუმრობს
კორუფციულ საქმესთან მეუღლის შესაძლო კავშირის გამო, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა საჯარო მოვალეობების შესრულება შეიჩერა
ევროპარლამენტში, 25 აპრილს, საქართველოში “უცხოური აგენტების” კანონპროექტთან დაკავშირებით, რეზოლუციაზე კენჭისყრა გაიმართება.
მეუფე ზენონი - კანონპროექტის შინაარსი და წარმოდგენილი სარეგისტრაციო ფორმულირება ქმნის მოქალაქეთა და არასამთავრობო ორგანიზაციების, ინსტიტუციების (მათ შორის ეკლესიის) სტიგმატიზირების საფრთხეს
კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები ევროპის მოედნისკენ მიემართებიან
არქივი