წინანდლის სასტუმრო „რედისონში“ დაიწვა საუნა და მიმდებარე ტერიტორია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
329 08 ივლისი 2020, 10:39
ხანძარი წინანდლის "რედისონში" გუშინ, გვიან ღამით, გაჩნდა. არსებული ინფორმაციით,  ხანძრის შედეგად დაიწვა საუნა და მიმდებარე ტერიტორია. 

სასტუმროს გენერალური დირექტორის, ელენე ოთარაშვილის განცხადებით, სასტუმროში უსაფრთხოების ნორმები დაცული იყო. მისივე თქმით,  ყველა დამსვენებელი და თანამშრომელი უსაფრთხოდაა.

„ჩვენ გვაქვს ძლიერი უსაფრთხოების სისტემა და დამსვენებლების გამოყვანა სასტუმროდან დროულად მოხდა. ცეცხლი მეოთხე სართულზე, ერთ ოთახში გაჩნდა, რა დროსაც დროულად ჩაირთო სისტემა და შევძელით ჩვენი დამსვენებლების უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა. ადგილზე სახანძრო ბრიგადები მუშაობენ. ცეცხლი უკვე ლოკალიზებილია”, – განაცხადა სასტურმოს დირექტორმა ელენე ოთარაშვილმა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.

"ხანძარზე რეაგირება უმოკლეს დროში მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა. ადგილზე მისულ მეხანძრე-მაშველებს სასტუმროში ღია ცეცხლი დახვდათ, რის გამოც, დაუყონებლივ დაიწყო შენობაში მყოფი პერსონალის და დამსვენებლების ევაკუაცია. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

წინანდალში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 35 თანამშრომელი მუშაობდა და მობილიზებული იყო 6 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის, ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, წინანდალში მდებარე სასტუმრო „რედისონში“ ხანძრის პირველი წყარო ორთქლის აბანო, ე.წ. საუნა იყო.

"ამ დროის მონაცემებით, დამწვარია 4 ერთეული ფართი, პირველადი მონაცემებით, ხანძრის პირველი წყარო იყო ორთქლის აბანო, ე.წ. საუნა. ეს თავისთავად არასასიამოვნო ფაქტია, მაგრამ კარგია, რომ არცერთი დამსვენებელი და პერსონალი არ არის დაშავებული. ცეცხლის ქრობის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საქართველოს მსოფლიო კულინარიის ვარსკვლავი ჯეიმი ოლივერი სტუმრობს
კორუფციულ საქმესთან მეუღლის შესაძლო კავშირის გამო, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა საჯარო მოვალეობების შესრულება შეიჩერა
ევროპარლამენტში, 25 აპრილს, საქართველოში “უცხოური აგენტების” კანონპროექტთან დაკავშირებით, რეზოლუციაზე კენჭისყრა გაიმართება.
მეუფე ზენონი - კანონპროექტის შინაარსი და წარმოდგენილი სარეგისტრაციო ფორმულირება ქმნის მოქალაქეთა და არასამთავრობო ორგანიზაციების, ინსტიტუციების (მათ შორის ეკლესიის) სტიგმატიზირების საფრთხეს
კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები ევროპის მოედნისკენ მიემართებიან
არქივი