The Passport Index-ის რეიტინგში სიძლიერის თვალსაზრისით ქართული პასპორტი მე-15 ადგილზეა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
404 07 ივლისი 2020, 20:39
პასპორტების სიძლიერის გლობალური ინდექსი (The Passport Index) კორონავირუსის გამო დაწესებული სამოგზაურო შეზღუდვების მიხედვით განახლდა. ახალი მონაცემებით, სიძლიერის თვალსაზრისით ქართული პასპორტი ამჟამად მე-15 ადგილზეა. 2019 წელს საქართველო ამ სიაში 89-ე ადგილს იკავებდა. სიაში ამჟამად პირველ ადგილს იაპონია და ახალი ზელანდია იყოფენ.

პასპორტის ინდექსი არის ინტერაქტიული ონლაინ-ხელსაწყო, რომელიც გვთავაზობს მონაცემებს სხვადასხვა ქვეყნის პასპორტის შესახებ, მათ შორის, მსოფლიოს პასპორტების შედარებისა და რანჟირების შესაძლებლობას. სერვისის მფლობელია კანადური საკონსულტაციო კომპანია Arton Capital-ი.

პასპორტების რეიტინგი ეფუძნება კონკრეტული პასპორტის მფლობელთა მოძრაობის თავისუფლებას და უვიზოდ მოგზაურობის შესაძლებლობას.

ვებგვერდის მონაცემებით, საქართველოს პასპორტის მფლობელებს ამჟამად უვიზოდ მოგზაურობა 57 სახელმწიფოში შეუძლიათ, 35 ქვეყანაში მათთვის ვიზა გაიცემა საზღვარზე, 106 ქვეყანაში სამოგზაუროდ კი ვიზაა საჭირო.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვინმეს მოღალატე, გამყიდველი და ოკუპანტი უძახო იმის გამო, რომ შენს, წნეხის ან ემოციის შედეგად წარმოშობილ, შთაბეჭდილებას ვერ ამყარებდე არგუმენტით, კატეგორიულად მიუღებელია
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
სოზარ სუბარი: დასავლეთიდან ზოგიერთმა პოლიტიკოსმა ქართველ „ენჯეოებს“ პრაქტიკულად მოუწოდა, რომ გავიდნენ ქუჩაში და ისე იბრძოლონ, როგორც უკრაინაში მიდის ბრძოლა უკანასკნელ უკრაინელამდე, სანამ რაიმე არეულობას არ მიაღწევენ
შალვა პაპუაშვილი გამჭვირვალობის კანონპროექტზე: ზედაპირული განცხადებები აჩენს აღქმას, რომ სინამდვილეში ეს არის მცდელობა, გააჩუმონ დემოკრატიული მსჯელობა საქართველოს პარლამენტში, რათა უცხოეთიდან შემოსული დაფინანსებები დაფარული დარჩეს
შალვა პაპუაშვილი: ფაქტობრივად, 21-ე საუკუნეში ეს თანამედროვე აქტივისტები, „ენჯეოები“ და ოპოზიციონერები, 90-იანი წლების ესთეტიკაში დაბრუნდნენ, სადაც ლოზუნგების ქვეყნად აღვიქმებოდით
არქივი