„საქართველოს მდგრადობის გაძლიერება დეზინფორმაციის წინააღმდეგ“ შევთანხმდით, რომ გვჭირდება, განვაგრძოთ მჭიდროდ მუშაობა საზოგადოებაში მდგრადობის გასაძლიერებლად-კარმენ რომერო - ვებინარზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
367 29 ივნისი 2020, 17:53

​ყველა შევთანხმდით, რომ გვჭირდება, შევინარჩუნოთ სიფხიზლე და განვაგრძოთ მჭიდროდ მუშაობა ჩვენს საზოგადოებაში მდგრადობის გასაძლიერებლად, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე საზოგადოებრივი დიპლომატიის საკითხებში, კარმენ რომერო წერს.

კარმენ რომერო 26 ივნისს გამართულ ვებინარს „ტვიტერში“ ეხმაურება.

„ევროკავშირის საგარეო ქმედებათა ევროპულ სამსახურთან ჩვენი ერთობლივი ვებინარის თემა იყო ​საქართველოს ძალისხმევა დეზინფორმაციის წინააღმდეგ. ​ყველა შევთანხმდით, რომ გვჭირდება, შევინარჩუნოთ სიფხიზლე და განვაგრძოთ მჭიდროდ მუშაობა ჩვენს საზოგადოებაში მდგრადობის გასაძლიერებლად, – წერს კარმენ რომერო.

ვებინარი სახელწოდებით „საქართველოს მდგრადობის გაძლიერება დეზინფორმაციის წინააღმდეგ. რა როლი აქვს ევროკავშირსა და ნატო-ს“ 26 ივნისს გაიმართა და მასში მონაწილეობას იღებდნენ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის წარმომადგენელი ოლივერ რენჩლერი, საქართველოს პრემიერის პრესსპიკერი ირაკლი ჩიქოვანი, მედიის განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი თამარ კინწურაშვილი და ატლანტიკური საბჭოს DFR ლაბორატორიის წარმომადგენელი ეთო გურიაშვილი.

ვებინარის მიზანი იყო, განეხილათ, თუ რა გავლენას ახდენს ინფორმაცია საქართველოზე და ერთობლივად კიდევ რისი გაკეთებაა შესაძლებელი ქართული საზოგადოების დასახმარებლად.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ADB-ის პრეზიდენტი მასაცუგუ ასაკავა ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან და EBRD-ის პრეზიდენთან შეხვედრის შემდეგ: ვამაყობ, რომ ასეთი პარტნიორები მყავს და მეხმარებიან მომავლისკენ მიმართული ხიდის აშენებაში
შალვა პაპუაშვილი: მამული, ენა, სარწმუნოება! ეს სამება ურყევია - მისი დარღვევა არავის გამოსვლია, რადგან ის საქართველოსთან იგივდება ამ სახით, ამ დათქმით, ამ შეთანხმებით!
ნათია თურნავა: ვაფასებ IMF-ის მზაობას, დაეხმაროს საქართველოს შემდგომი წარმატებული რეფორმების განხორციელებაში
მამუკა მდინარაძე: კანდიდატის სტატუსი, ბრძოლით, სიმართლით მოვიპოვეთ, ცოტა გვიან, მაგრამ სამართალი ჩვენთანაც მოდის
სოფო ჯაფარიძე - დიდი პასუხისმგებლობაა მიხეილ სააკაშვილის შემოთავაზება, ის ყოველთვის იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ უალტერნატივო ლიდერი, მისი ჩართულობა გადამწყვეტია
არქივი