მიმდინარეობს საიტის ტესტირება დარჩი სახლში დარჩი სახლში დარჩი სახლში დარჩი სახლში მიმდინარეობს საიტის ტესტირება
შიდა ტურიზმის პოპულარიზაციისთვის ახალი კამპანია დაიწყო
10 29 ივნისი 2020, 17:48

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პოსტპანდემიურ პერიოდში შიდა ტურიზმის წასახალისებლად ახალი კამპანია წამოიწყო.

„აღმოაჩინე ის, რაც შენია – იმოგზაურე საქართველოში“ – ამ სლოგანით ადმინისტრაცია მედიასაშუალებებით: სატელევიზიო რეპორტაჟების, ბლოგების მომზადებით, სოციალური ქსელებითა და საინფორმაციო სააგენტოებით ინფორმაციის მიწოდებით ყველა რეგიონში შიდა ტურიზმის პოპულარიზაციას განახორციელებს.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ტრადიციულ ტურისტულ მიმართულებებთან ერთად, ტურიზმის ადმინისტრაცია რეგიონებში ახალ, საინტერესო ტურისტულ პროდუქტებსა და აქტივობებს გაუწევს პოპულარიზაციას, რაც ხელს შეუწყობს რეგიონებში ტურისტული სექტორის განვითარებას, როგორიცაა სასტუმროები, კვების ობიექტები, სანტრანსპორტო კომპანიები, გიდები და ა.შ.

„შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით, ჩვენ დავიწყეთ პროექტი „აღმოაჩინე ის, რაც შენია -იმოგზაურე საქართველოში“ ამ პროექტის ფარგლებში საქართველოს ყველა კუთხეს გავუწევთ მაქსიმალურ პოპულარიზაციას. შიდა ტურიზმი ყოველთვის იყო ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგია და დღევანდელ ვითარებაში, კიდევ უფრო დიდ ღირებულებას იძენს, რაც ჩვენი ტურიზმის ინდუსტრიის გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანია. თითოეულ ჩვენგანს, საქართველოს მოქალაქეს გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა, რომ გვერდით დავუდგეთ ტურიზმის ინდუსტრიას და ჩვენი მოგზაურობით ხელი შევუწყოთ სექტორს საქართველოს სხვადასხვა მხარეში.

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ბევრ ადამიანს გავუჩინოთ ქვეყნის შიგნით მოგზაურობის სურვილი. დღეს საქართველო მთელ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად არის აღიარებული და გამორჩეულია მრავალფეროვანი, ულამაზესი ადგილებით, ტურისტული პროდუქტებით, მათ შორის უცნობი ტურისტული მიმართულებებით, რომელსაც აუცილებლად უნდა ვეწვიოთ.

კერძო სექტორი მზადაა და მოტივირებულია, რომ საქართველოს მოქალაქეებს მაქსიმალური კომფორტი შეუქმნან ისე, რომ ბოლომდე დაცული იყოს ის ნორმები და რეგულაციები, რომლებიც მთელი მსოფლიოს მაშტაბით ინერგება „კოვიდ-19“-თან მიმართებაში“, – განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.

ახალი პროექტის ფარგლებში პირველი მედია-ტური შიდა ქართლში გაიმართა.

შიდა ტურიზის პოპულარიზაციის მიზნით მედია-ტურები გურიაში, იმერეთში, სამეგრელოში, თუშეთში და საქართველოს სხვა კუთხეებში იგეგმება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საზოგადოება
08 ივლისი 2020, 16:45
სარეკლამო ადგილი - 12
485 x 50
სარეკლამო ადგილი - 13
485 x 50
სარეკლამო ადგილი - 14
485 x 50
სარეკლამო ადგილი - 15
155 x 200
08/07/2020 12:11
08/07/2020 12:08
08/07/2020 11:49
08/07/2020 11:41
08/07/2020 11:38
08/07/2020 11:36
08/07/2020 11:32
08/07/2020 11:04
08/07/2020 10:58
სარეკლამო ადგილი - 16
155 x 300
08/07/2020 10:52
08/07/2020 10:39
08/07/2020 10:23
08/07/2020 10:09
08/07/2020 09:54
07/07/2020 23:11
07/07/2020 21:56
07/07/2020 20:45
07/07/2020 20:39
სარეკლამო ადგილი - 17
155 x 500
თბილისი - 2020 წლის „საუკეთესო კულტურული ქალაქი“
თბილისი ლონდონისა და პარიზის გვერდით ევროპული მომავლის ქალაქებს შორის ლიდერ პოზიციებზეა
თბილისი პირველ ადგილზეა ევროპის მთავარ ქალაქებს შორის IFD-ის ეფექტიანობის მიხედვით
„ევროპის საუკეთესო მიმართულებები 2020“-ის კონკურსში თბილისმა მესამე ადგილი დაიკავა
2020 წელს თბილისი იქცა ერთ-ერთ ყველაზე ტრენდულ ქალაქად, რომელიც იზიდავს ტურისტებს თავისი უძველესი კულტურით და მომავალზე ორიენტირებული სიახლეებით
თბილისი „ევროპის საუკეთესო მიმართულებები 2020“-ის კონკურსში მონაწილეობს
ხმის მიცემის პროცედურა დღეს დაიწყო და 5 თებერვლამდე გაგრძელდება. ხმის მიცემა შესაძლებელია შვიდ დღეში ერთხელ ნებისმიერი გეოგრაფიული ლოკაციიდან
თბილისის მერია მოსახლეობას კონცერტებითა და სანახაობებით დატვირთულ ორკვირიან საახალწლო დღესასწაულს სთავაზობს
სარეკლამო ადგილი - 9
316 x 60
მოსამართლის კრეატიული განაჩენები პატიმრობის ნაცვლად
წიგნის კითხვა, დალაგება, მორგში ძილი, ქველმოქმედება - ცნობილი ამერიკელი მოსამართლე მაიკ ციკონეტტი ბრალდებულებს არჩევანის უფლებას აძლევს - ან ციხე ან კრეატიული განაჩენი
ტყიბული - არჩევანი ცივილიზაციასა და სოციალურ ბომბს შორის
პროფკავშირები მუშების შრომითი უფლებების დაცვას მოითხოვენ
"კაწრო" შაქარაშვილის საქმეზე გამოკითხვაზე დაიბარეს
ექვსწლიანი პატიმრობა გაუპატიურების მცდელობაში ბრალდებულს
მუხრანში ახალგაზრდა კაცმა მამა და ბაბუა მოკლა
ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ფსიქიკური მდგომარეობა მძიმეა
ლაშა ნაცვლიშვილი - მწამებლებმა, რომლებსაც „ბასტით“ და „ბუბუთი“ მოიხსენიებდნენ, მიიღეს დავალება, შესულიყვნენ და ეწამებინათ პატიმრები, არ იცოდნენ, რომ ეს იმიტაცია იყო
პოლიტიკაბიზნესისამართალისპორტირეგიონებიმოგზაურობა
გართობასაზოგადოებათბილისიოკუპაციის ხაზიუფლება და რეალობა
არჩევნებისტატიებიგალერეა
ONGO.ge Copyright © 2019, ONGO.ge.   |   ელ-ფოსტა: dna.saagento@gmail.com   |   ტელ: (+995 32) 23 98 123