პრემიერმა ბათუმის შემოვლითი გზის 13-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა დაათვალიერა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
306 29 ივნისი 2020, 17:30

ბათუმის შემოვლითი გზის 13-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, – საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამუშაოები პრემიერმა გიორგი გახარიამ ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად დაათვალიერა.

ამ ეტაპზე, სამშენებლო სამუშაოები 17 ხიდზე და ოთხ გვირაბზე ხორციელდება.

„ამჟამად არსებული გზა ტურისტულ და საცხოვრებელ ზონაში გადის, რაც საერთაშორისო სატრანზიტო ტრანსპორტის მიმოსვლას ართულებს. პროექტის განხორციელების შედეგად, ბათუმის შემოვლითი გზა, ქობულეთის შემოვლით გზასთან ერთად, სრულად განტვირთავს მოძრაობას აჭარის საკურორტო ზონაში, რაც ხელს შეუწყობს სატრანზიტო ტვირთბრუნვის გაზრდას. საკურორტო ზონაში ასევე მნიშვნელოვნად გაჯანსაღდება ეკოლოგიური მდგომარეობა.

პროექტის ფარგლებში აშენდება ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 19 სახიდე გადასასვლელი, ოთხი სატრანსპორტო კვანძი, ხუთი გვირაბი და 57 წყალგამტარი მილი. ახალი შემოვლითი გზა მახინჯაურს, განთიადს, კაპრეშუმსსალიბაურსფერიასმახვილაურსა და ხელვაჩაურს გაივლის.

პროექტი აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) დაფინანსებით ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 329 630 734 ლარია“,- აღნიშნულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი გამჭვირვალობის კანონზე: გავა დრო და კიდევ ერთხელ დარწმუნდება ჩვენი მოსახლეობა, რომ როგორც სხვა შემთხვევებში, ცრუ და არასწორ ინფორმაციას აწვდიდნენ ჩვენი ოპონენტები
გიორგი წერეთელი: ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი გვირაბისთვის კეთდება საევაკუაციო გვირაბიც - ეს პროექტი მთელი ქვეყნის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია
ნინო წილოსანი ევროპარლამენტართა ჯგუფის დაინიცირებულ რეზოლუციაზე: აქ არის სააკაშვილთან დაკავშირებული ჩანაწერი, რომ პოლიტპატიმარია და ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქად მოხსენიებული, ეს ცხადყოფს, რა სახის რეზოლუციასთან გვაქვს საქმე
ნინო წილოსანი: მიხარია, რომ 29 აპრილს გვექნება შეკრება, მით უფრო, როდესაც პარტიის საპატიო თავმჯდომარეც დაესწრება ამას და ეს კიდევ უფრო მამოტივირებელია უამრავი ჩვენი ამომრჩევლისთვის
ირაკლი კობახიძე - კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის“ საზოგადოება არაფერს ნიშნავს, ასე ხედავდნენ ისინი ადამიანებს, როცა იყვნენ ხელისუფლებაში, დღესაც ასეთია მათი დამოკიდებულება
არქივი