ბულგარეთმა საქართველოს ჰუმანიტარული დახმარება - სამედიცინო მარაგები გამოუგზავნა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
279 25 მაისი 2020, 23:59

 ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და სამართლებრივი რეფორმების საკითხებში ვიცე-პრემიერი ეკატერინა ზაჰარიევა ქართველ კოლეგას დავით ზალკალიანს ბულგარეთის მხრიდან ახალი კორონავირუსის დასამარცხებლად საქართველოსთვის გამოგზავნილ ჰუმანიტარულ დახმარებასთან დაკავშირებით წერილს უგზავნის, სადაც აღნიშნავს, რომ ამ ბრძოლაში ერთიანობა უმნიშვნელოვანესია.

„კოვიდ-19“-ის პანდემია ჯანდაცვის გლობალური კრიზისია, რომელმაც მთელი მსოფლიო უპრეცედენტო გამოწვევების წინაშე დააყენა და ძირეული ზიანი მიაყენა საზოგადოებებს. ჩვენ ყველამ კარგად გავაცნობიერეთ, რომ პანდემიის შედეგებთან წარმატებით გამკლავების ერთადერთი გზა გაერთიანება და ერთობლივი მოქმედებებით სოლიდარობის გამოვლენაა. დღეს ბულგარეთის დევიზი – „ძალა ერთობაშია“ ჭეშმარიტია როგორც არასდროს!“, – ნათქვამია წერილში.

მინისტრის თქმით, მიუხედავად ბულგარეთში არსებული მრავალი სირთულისა, ქვეყნის მთავრობა არ აპირებს ამ რთულ დროს თავისი პარტნიორების მიტოვებას და მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოს გადმოსცეს ჰუმანიტარული დახმარება სამედიცინო მარაგების სახით, რომელიც მოიცავს 500 შეკვრა სპეციალურ აღჭურვილობას კორონავირუსთან ბრძოლაში ფრონტის წინა ხაზზე მყოფი პირებისთვის.

წერილში აღნიშნულია, რომ დახმარება არის ევროკავშირის ინიციატივის, „ევროპის გუნდისთვის“ ბულგარეთის მხარის კონტრიბუცია, რომელიც განკუთვნილია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მხარდასაჭერად პანდემიასა და მის შედეგებთან საბრძოლველად.

„ვიყენებ ამ შესაძლებლობას და თქვენ და ქართველ ხალხს ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას გისურვებთ“, – წერს ზაჰარიევა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თეა წულუკიანი: ვიზალიბერალიზაციის გაუქმება, პროცედურიდან გამომდინარე, წარმოუდგენელი და შეუძლებელია
თეა წულუკიანი მიხეილ სააკაშვილზე: ის ასრულებდა ყველა დავალებას, რომელსაც მისი პატრონები მისცემდნენ - ერთადერთი, რაც სხვისი დავალების გარეშე მოახერხა, ეს იყო ფორთხვა
რას ფიქრობს ფოტიგა, ეს თანამედროვე ქალი პედრო აგრამუნტი ან კიდევ ქალბატონი ფონ კრამონი, მნიშვნელოვანი არ არის, ჩვენთვის მთავარია ჩვენ რას ვფიქრობთ, რადგან თუ საქართველო არ იქნება ძლიერი, მას დიდხანს არსებობა გაუჭირდება
თეა წულუკიანი: რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ გააკეთა, ჩვენ გავაკეთეთ - რუსეთს, სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოების წესით დავარქვით ოკუპანტი
თეა წულუკიანი: ბევრად უფრო მკაცრ კანონს და რუსულ კანონს იღებს თავად ევროპა და ევროპარლამენტარებმა, მგონი, ეს არ იციან, უმალავენ
არქივი