მარინა ენდელაძემ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის განცადებას დეზინფორმაცია უწოდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
274 25 მაისი 2020, 23:27
მარინა ენდელაძემ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის განცადებას დეზინფორმაცია უწოდა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

„ამ საკითხზე საუბარი ცოტა მეუხერხულება. არ მგონია, რომ თუნდაც რომელიმე მინისტრმა ასეთი უპასუხისმგებლო განცხადება გააკეთოს. არ მინდა ცუდად გამომივიდეს, მაგრამ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის ეს განცხადება აბსოლუტურად დეზინფორმაცია იყო. ჩვენს ქვეყანაში არც ერთი პაციენტის შესახებ არაფერი დამალულა“, - აღნიშნა ენდელაძემ.

22 მაისს სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა არსენ ტოროსიანმა განაცხდა, რომ სომხეთის ეპიდემიის საწინააღმდეგო სისტემა საქართველოზე უკეთესია. სომხეთის საზოგადოებრივი საბჭოს სხდომაზე მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ სომხეთში საქართველოდან ჩასულ არაერთ ადამიანს კორონავირუსი დაუდგინდა. ტოროსიანს საქართველოს ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებში ეჭვი შეაქვს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის მხოლოდ 1 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 4 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.უწოდა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

„ამ საკითხზე საუბარი ცოტა მეუხერხულება. არ მგონია, რომ თუნდაც რომელიმე მინისტრმა ასეთი უპასუხისმგებლო განცხადება გააკეთოს. არ მინდა ცუდად გამომივიდეს, მაგრამ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის ეს განცხადება აბსოლუტურად დეზინფორმაცია იყო. ჩვენს ქვეყანაში არც ერთი პაციენტის შესახებ არაფერი დამალულა“, - აღნიშნა ენდელაძემ.

22 მაისს სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა არსენ ტოროსიანმა განაცხდა, რომ სომხეთის ეპიდემიის საწინააღმდეგო სისტემა საქართველოზე უკეთესია. სომხეთის საზოგადოებრივი საბჭოს სხდომაზე მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ სომხეთში საქართველოდან ჩასულ არაერთ ადამიანს კორონავირუსი დაუდგინდა. ტოროსიანს საქართველოს ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებში ეჭვი შეაქვს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის მხოლოდ 1 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 4 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე: საქართველოს რელიგიური მრავალფეროვნება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სიმდიდრეა
ჯონ კირბის განცხადებით, აშშ-მა რუსეთის უსაფრთხოების სამსახურებს მოსკოვში, დიდ შეკრებებზე შესაძლო თავდასხმის შესახებ გაფრთხილება წერილობით გადასცა
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ კონგრესმა სწრაფად დაამტკიცოს სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი კიევისთვის
ხაზარაძის პარტიის წარმომადგენელი თაზო დათუნაშვილი UEFA-ს პოზიტიურმა სტატიამ გააღიზიანა
ნიკოლ ფაშინიანი მიიჩნევს, რომ „მთიანი ყარაბაღიდან დევნილი მთავრობის ზოგიერთი წარმომადგენელი, ნებსით თუ უნებლიეთ, საფრთხეს უქმნის სომხეთის ეროვნულ უსაფრთხოებას“
არქივი