ყველა თავმოყვარე ქვეყანა მოიქცეოდა ზუსტად ისე, როგორც მოიქცა სააქართველო-კახა კალაძე უკრაინიდან ელჩის კონსულტაციებისთვის გამოწვევაზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
331 25 მაისი 2020, 16:48

ყველა თავმოყვარე ქვეყანა მოიქცეოდა ზუსტად ისე, როგორც მოიქცა სააქართველო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ უკრაინიდან საქართველოს ელჩის კონსულტაციებისთვის გამოწვევასთან დაკავშირებით განაცხადა.


მისივე თქმით, ადამიანის თანამდებობაზე დანიშვნა, რომელიც საქართველოს სასამართლოს სამივე ინსტანციის მიერ დამნაშავედ არის ცნობილი, უხერხულობას უნდა უქმნიდეს მეგობარ ქვეყანას.


„უკრაინა არის ჩვენი სტრაგიული პარტნიორი ქვეყანა და გადაწყვეტილება, რომელიც იქნა მათი მხრიდან მიღებული კონკრეტული ადამიანის დანიშვნასთან დაკავშირებით, რომელსაც საქართველოს სასამართლოს სამივე ინსტანციის მიერ მისჯილი აქვს და არის დამნაშავე, უბრალოდ მინიმუმ უხერხულობას უნდა უქმნიდეს ჩვენი მეგობარი ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებს. არ აქვს მნიშვნელობა ეს მაღალი თანამდებობაა თუ მოგონილი თანამდებობა.


ჩვენ რაც შეგვეძლო გავაკეთეთ, განცხადებებიც იყო ამასთან დაკავშირებით გაჟღერებული და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველა თავმოყვარე ქვეყანა და სახელმწიფო მოიქცეოდა ზუსტად ისე, როგორც მოიქცა ჩვენი ხელისუფლება,“- განაცხადა კახა კალაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი - „ნეტგაზეთს“, „ბათუმელებს“ დეზინფორმაციის უარყოფა მოუწიათ, ამასაც ემსახურება გამჭვირვალობის კანონი, რომ ამ მედიასაშუალებების დამფინანსებლებსაც დაველაპარაკოთ
შალვა პაპუაშვილი - ერთადერთი, რასაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი აზარალებს, არის შავი ფული
შალვა პაპუაშვილი გვარამიაზე: აშშ-ის სახდეპარტამენტის ანგარიშში ყველგან მითითებულია „როგორც ამბობენ“. „ამბობენები“ არიან ამერიკიდან ან ევროპიდან დაფინანსებული „ენჯეოები“. ამ „ამბობენს“ და ჭორ-მართალს, პასუხი გასცა სტრასბურგის სასამართლომ
ეკა სეფაშვილი: ფაქტია, რომ თავად ევროკავშირი გამჭვირვალობის შესახებ ევროდირექტივას იღებს - ამ ფონზე საქართველოსთვის კანონპროექტის დამტკიცების აკრძალვა კითხვებს აჩენს
იმ ფონზე, როდესაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ნიკა გვარამიას სისხლის სამართლის ბრალდების საქმეში ვერცერთი გადაცდომა ვერ დაინახა, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ის პოლიტიკური პატიმრების სათავეში მოხვდა
არქივი