შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი გადასახადის გადამხდელებს ექვს ქალაქში მოემსახურება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
319 24 მაისი 2020, 15:30
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი – „არ ეს ქარ“ (RS CAR) 25-29 მაისს, გადასახადის გადამხდელებს ექვს ლოკაციაზე, იმ რეგიონებში მოემსახურება, სადაც შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრები არ არის განთავსებული.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მოძრავი სერვისცენტრი (მიკროავტობუსი) აღჭურვილია შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრებში არსებული ტექნიკური საშუალებებით.

„შესაბამისად, გადასახადების გადამხდელებს შესაძლებლობა აქვთ, მათთვის ხელსაყრელ დროსა და სივრცეში, დასახლებული პუნქტიდან გაუსვლელად, დროულად მიიღონ სასურველი მომსახურება. რაც შეეხება ქალაქებს, ესენია: ცაგერი, ასპინძა, ონი, ნინოწმინდა, ხულო და შუახევი“, – ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი