დევნილთა სააგენტოს მოქალაქეთა მისაღები ცენტრი მუშაობას ხვალიდან განაახლებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
281 24 მაისი 2020, 12:22
დევნილთა და ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მოქალაქეთა მისაღები ცენტრი მუშაობას ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციების სრული დაცვით ხვალიდან განაახლებს. როგორც სააგენტოში აცხადებენ, თანამშრომლებისა და იძულებით გადაადგილებული პირებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით, ყველა რეკომენდაცია მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული.

სააგენტოს დირექტორის  ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, მისაღებ ცენტრში შესვლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ პირბადით, თერმოსკრინინგის პროცედურის გავლის შემდეგ. დამონტაჟდება მინის ბარიერები და დაცული იქნება ორმეტრიანი დისტანცია.

„25 მაისიდან ასევე სრულად აღდგება კორონავირუსის გავრცელების გამო, დროებით შეჩერებული მონიტორინგისა და დაკანონების ჯგუფების სამუშაო ვიზიტები. თხოვნით მივმართავ იძულებით გადაადგილებულ პირებს ხელი შეუწყონ ჩვენი სააგენტოს თანამშრომლებს საქმიანობის განხორციელებაში“, – განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი: ქალბატონი სალომეს ყოველი შემდგომი ნაბიჯი ადასტურებს იმას, რომ ის არის იმ რადიკალური ჯგუფის ნაწილი ოპოზიციაში, რომელიც უცხოეთიდან კარნახით მოქმედებს საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ
შალვა პაპუაშვილი: განსაკუთრებულად მიუღებელი იყო ერთ-ერთი ევროპარლამენტარის მხრიდან ქართულ პოლიციაზე თავდასხმა და ვთქვი კიდეც, რომ პოლიციაზე თავდასხმა არის სახელმწიფოზე თავდასხმა და ეს მიუღებელია
შალვა პაპუაშვილი - ევროპარლამენტის მიერ ინიცირებულ რეზოლუციაში აფხაზეთი იყო ყირგიზეთთან მოხსენიებული, როგორც სახელმწიფო - აი ასეთ ხალხთან გვაქვს ურთიერთობა, რომლებსაც მერე პრეტენზია აქვთ, რომ ესმით საქართველოს კონტექსტი და იციან რა არის კარგი ქართველი ხალხისთვის
გვირჩევდნენ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას. მათ შორის, მგონი ამ რეზოლუციის პროექტშიც წერია. ეს მეგობრული რჩევაა? ვინც ამას აკეთებს, ქართველი ხალხის მეგობარია?
დეპუტატებიდან ზოგიერთი ცოტა ხანში ალბათ აღარც იქნება ევროპარლამენტში. ისინი დაბრუნდებიან საკუთარ ქვეყნებში, მშვიდად გადაბრუნდებიან, დაიძინებენ და ჩვენ ამ სიმშვიდის უფლება არ გვაქვს
არქივი