საქართველოში ბოლო 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 13 პაციენტი გამოჯანმრთელდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
254 24 მაისი 2020, 11:14

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში ბოლო 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 13 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

„დღეს გვაქვს მხოლოდ 2 ახალი შემთხვევა, იყო 728 შემთხვევა, ახლა საქართველოში 730 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. გამოჯანმრთელებულია 13 ადამიანი და სულ ამ ეტაპზე, 522 გამოჯანმრთელებულია. აქედან გამომდინარე, ახლა კოვიდცენტრებში მკურნალობს 196 პაციენტი.

ახალი ინფიცირებულების კლასტერი ცნობილია. ერთია დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, მეორე - საკარანტინო სივრციდან“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ. 

მისივე თქმით, ერთი ახალი ინფიცირებული პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული და ის ბოლნისის სოფელ მუშევანიდან არის.

„ჩვენთან კვლავ რჩება 35 პაციენტი, რადგან გუშინ ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერა და ერთი ახალი მივიღეთ, რომელიც არის მუშევანიდან. პაციენტი სოფელში დადასტურებულების კონტაქტია. მეორე ინფიცირებული რომელ ცენტრში მოთავსდა არ ვიცი, მაგრამ ის არის საკარანტინე სივრციდან“ , - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ემანუელ მაკრონი: დღეს ჩვენი ევროპა მოკვდავია და შეიძლება მოკვდეს. ევროპას ემუქრება ეგზისტენციალური საფრთხე რუსეთის აგრესიის სახით. ჩვენ უნდა მივიღოთ თავდაცვითი სტრატეგია, რომელიც ნაკლებად იქნება დამოკიდებული აშშ-ზე
გია აბაშიძე - თვალთმაქცი ევროპარლამენტის მხრიდან ადგილი აქვს კლასიკურ მანიპულაციას - უვიზო მიმოსვლა ასე მარტივად ვერ უქმდება, მას ბლოკის ყველა წევრმა უნდა დაუჭიროს მხარი
მამუკა მდინარაძე - ვიზალიბერალიზაციაზე, ანუ ისეთ თემაზე ჩანაწერის გაჩენა რეზოლუციაში, რომელზეც ჭირდება ოცდაშვიდივე სახელმწიფოს თანხმობა, არის მორიგი თაღლითობა და შანტაჟი ინიციატორი ევროპარლამენტარების მხრიდან
ზაალ ანჯაფარიძე-ევროპარლამენტის რეზოლუცია არის კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ ევროპა გვიკეთებს ისეთ შეთავაზებებს, რომელზედაც ჰგონია, რომ საქართველო უარს ვერ იტყვის- თითქმის არ მეპარება ეჭვი, ამ რეზოლუციაშიც დიდი ფულია გადახდილი
რატი იონათამიშვილი - ევროპარლამენტმა რეზოლუციით მოითხოვა სააკაშვილის გათავისუფლება, ივანიშვილის დასანქცირება, გამჭვირვალობის კანონის და ოჯახური ღირებულებების საკონსტიტუციო ცვლილებების გაწვევა; პროექტის დაინიცირებისას აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ მოიხსენიეს - ამ ინსტიტუტის რეზოლუციებს არავითარი ძალა არ აქვს
არქივი