მუსლიმური სამყარო ხვალ რამადან ბაირამს ზეიმობს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
302 23 მაისი 2020, 22:52

მუსლიმური სამყარო ხვალ რამადან ბაირამს ზეიმობს. დღესასწაულს ქართველი მუსლიმები ტრადიციულად აღნიშნავენ. ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში სადღესასწაულო ლოცვა დილით შვიდის ნახევარზე დაიწყება. ბაირამის ლოცვას საქართველოს მუფთი ადამ შანთაძე აღავლენს. მისი განცხადებით, ორთვიანი პაუზის შემდეგ, ორთაჯამეში პირველად შესრულდება ჯგუფური ლოცვა, მორწმუნეები კი, მეჩეთში პირბადეებით მივლენ და დისტანციას დაიცავენ.

„ხვალ ტრადიციულად შესრულდება ბაირამის ლოცვა, რადგან საგანგებო სიტუაცია მოიხსნა და პანდემიის კუთხითაც საიმედო მდგომარეობა გვაქვს. ვისაც სურვილი ექნება, შეძლებს ლოცვაზე დასწრებას, რა თქმა უნდა, პირბადეებითა და დისტანციის დაცვით. მათ, ვინც თავს შეუძლოდ გრძნობს ან რისკ-ჯგუფს წარმოადგენს, რა თქმა უნდა, მოვუწოდებთ, სახლში შეასრულონ ლოცვა, ჩვენი რელიგია ამას ისედაც ითვალისწინებს“, – განაცხადა  საქართველოს მუფთმა ადამ შანთაძემ.

 .

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი: ევროინტეგრაციის გზაზე ქართული ოცნების მიერ მიღწეული პროგრესის შემდეგ, როდესაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსიც მოვიპოვეთ, უვიზო მიმოსვლის მეშვიდე წლისთავი ყველა ჩვენს მიღწევას გვახსენებს
პროკურორი - დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე დასკვნითი სიტყვისთვის მზად იყო, თუმცა ბრალდებულმა, ლაზარე გრიგორიადისმა უარი თქვა სასამართლო პროცესზე გამოცხადებაზე
ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინთან 2022 წლის შემდეგ კომუნიკაცია აღარ ჰქონია
შალვა პაპუაშვილი - ევროინტეგრაციის გზაზე „ქართული ოცნების“ ათწლიანი პროგრესის შემდეგ, უვიზო მიმოსვლის მეათე წლისთავი ევროპისაკენ მიმავალ გზაზე მოპოვებულ ყველა ჩვენს მიღწევას გვახსენებს
საქართველოს პროკურატურაში, ევროკავშირთან თანამშრომლობით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე პროკურორთა და გამომძიებელთა სპეციალიზაციის კურსი ჩატარდა
არქივი