თენგიზ ცერცვაძე - შექმნილია COVID19-ის რამდენიმე ვაქცინა, რომელიც გადის გამოცდებს, თუ არ მიმართეს დაჩქარებულ წესს, მის გამოსვლას დასჭირდება ერთი წელი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
236 23 მაისი 2020, 22:42
„შექმნილია უკვე COVID19-ის რამდენიმე ვაქცინა, რომელიც გადის გამოცდებს. იმედი თან გვაქვს, თან არ გვაქვს, იმიტომ, რომ როგორც ამბობენ, თუ არ მიმართეს დაჩქარებულ წესს და არ გადაუხვიეს კანონიდან ამას დასჭირდება ერთი წელი“, - ამის შესახებ ტელეკომპანა „იმედის“ ეთერში გადაცემა „ქრონიკაში“ ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, თუ კოვიდმა არ გამოიჩინა სეზონურობა და არ დაიხია თავისით უკან, ერთი წელი შეიძლება ამას მსოფლიომ ვერ გაუძლოს. შეიძლება ჩვენც გაგვიჭირდეს. 

"დაჩქარებული წესი გულისხმობს იმას, რომ ვაქცინის გამოცდისას ზოგიერთ ეტაპს ტოვებენ. ორჯერ უნდა შემოწმდეს ცხოველებზე. ერთხელ ამოწმებენ და მერე ეტაპს ტოვებენ. თუ რამდენჯერმე უნდა შემოწმდეს ადამიანებზე ვაქცინის უსაფრთხობა, თუ ის ეფექტურია, უშვებენ ფართო წარმოებაში. მეთოდი ამართლებს, თუ საქმე გვაქვს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ვირუსთან. კოვიდი, სწორედ ასეთია. თუ ისინი მიმართავენ დაჩქარებას, მაშინ ჩვენ სადღაც შემოდგომის ბოლოს შეიძლება ვაქცინა გვქონდეს“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

საქართველოში კორონავირუსი 728 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 509 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 ადამიანი
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ თავდასხმის შემთხვევაში, ირანი ისრაელს დაუყოვნებლივ უპასუხებს
საქართველოს პარლამენტი PABSEC-ის სამართლებრივ საკითხთა და საერთაშორისო თანამშრომლობის კომიტეტს მასპინძლობს
სოზარ სუბარი: სააკაშვილი, თავისი სურვილის მიუხედავად, ყოველთვის არის დამანგრეველი ძალის მქონე და ახლა, როცა ის სხვას ვერაფერს ანგრევს, ანგრევს საკუთარ პარტიას
პარლამენტი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის სამართლებრივ საკითხთა და საერთაშორისო თანამშრომლობის კომიტეტს მასპინძლობს
სამტრედიაში ამ ეტაპზე 60-ზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება
არქივი