15 ივნისიდან საქართველოში შიდა ტურიზმი იხსნება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
294 23 მაისი 2020, 21:29
 15 ივნისიდან საქართველოში შიდა ტურიზმი იხსნება. ამასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებსა და ვებ-გვერდებზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის შიდა ტურიზმის საპრომოციო ახალი ბანერი გამოჩნდა: „იმოგზაურე საქართველოში 15 ივნისიდან, აღმოაჩინე ის, რაც შენია“.

„იმოგზაურე საქართველოში, შეიგრძენი ის რაც შენია: ულამაზესი მხარეები, ახალი თავგადასავლები, აღმოაჩინე შენი ქვეყნის მრავალფეროვანი ბუნება, კულტურის უძველესი ძეგლები და ტრადიციული ადგილობრივი სამზარეულო. 15 ივნისიდან საქართველოში შიდა ტურიზმი იხსნება. ადგილობრივ მოგზაურებს საშუალება ექნებათ, ესტუმრონ საქართველოს სხვადასხვა მხარეს, კურორტს, ისარგებლონ სასტუმროების და კვების ობიექტების მომსახურებით. შიდა ტურისტებს ქვეყნის მასშტაბით შესაძლებლობა მიეცემათ, ეწვიონ ყველა იმ ტურისტულ ობიექტს, რომელიც აღჭურვილი და გადაწყობილი იქნება უსაფრთხოების ზომების შესაბამისად და დაცული იქნება ჯანდაცვის ახალი სტანდარტებით,“ - ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა მოქალაქეებს მოუწოდა, იმოგზაურონ საქართველოში და ხელი შეუწყონ ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართულ ადამიანებს, კვლავ შეძლონ ტურისტების მასპინძლობა.

„მოხარულები ვართ, რომ საქართველო ერთ -ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც შიდა ტურიზმს გახსნის. ეს კი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ტურიზმის ინდუსტრიის ამოქმედებისთვის. გვსურს, მოვუწოდოთ ჩვენს თანამოქალაქეებს, იმოგზაურონ საქართველოში, აღმოაჩინონ ის რაც ჩვენია - ულამაზესი ბუნება, გამორჩეული კუთხეები, დაცული ტერიტორიები, კულინარია თუ კულტურა. 15 ივნისიდან ვიმოგზაუროთ საქართველოში, ხელი შევუწყოთ ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართულ ადამიანებს, რომ კვლავ შეძლონ თქვენი მასპინძლობა, რაც ბევრი ადამიანის დასაქმების და შემოსავლის  

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ანდრიუს კალინდრა - გვჯერა,საქართველო გამოიყენებს შესაძლებლობების ფანჯარას, რომელიც გაფართოების განახლებულ პროცესს შეეხებ
საქართველოს პროკურატურამ, საფრანგეთის, შვეიცარიის და ლიეტუვას კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ფართომასშტაბიანი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა
ირაკლი კობახიძე: ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს და ქართველი ხალხის მთავარი საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტია
ირაკლი კობახიძე: ე.წ. ლიბერალები, რომლებიც თავისუფლებას ხშირად შირმად იყენებენ, ყველაზე შეუწყნარებელი არიან ადამიანის უფლებების, განსაკუთრებით კი - სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართ
ირაკლი კობახიძე: გლობალური პროცესები გვიჩვენებს, რომ კიდევ უფრო გასაძლიერებელია ძალისხმევა ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ტრადიციებისა და ეროვნული იდენტობის დასაცავად
არქივი