აქცია დედაქალაქის მერიასთან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
260 23 მაისი 2020, 18:17

„ანას ბაღის“ ტერიტორიაზე მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით თბილისის მერიასთან მოქალაქეთა ჯგუფმა საპროტესტო აქცია გამართა.

აქციის მონაწილეების თქმით, მერიისგან ტერიტორიაზე მშენებლობის შეჩერებას ან ადგილმონაცვლეობას მოითხოვენ.

აქციის მონაწილეების თქმით, საქმე ამჟამად სააპელაციო სასამართლოში განიხილება. მათი განცხადებით, უსამართლო გადაწყვეტილების შემთხვევაში სტრასბურგის სასამართლოსაც მიმართავენ.

„ინვესტორი აგრძელებს „ანას ბაღის“ ჩაბეტონების პროცესს. ჩვენი მოთხოვნები არის უცვლელი, რაც ამ დროის განმავლობაში იყო – ამ მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობა და ამ ტერიტორიაზე დიდი პარკის გაკეთება. ეს არის ჩვენთვის, იქ მცხოვრები ადამიანებისთვის მნიშვნელოვანი. ვაგრძელებთ ბრძოლას, თუნდაც, თბილისის მერის გადაყენება მოგვიწიოს. პირველი ინსტანციის სასამართლომ მშენებლობა შეაჩერა, შემდეგ გაასაჩივრა მშენებელმა კომპანიამ სააპელაციოში. მან კვლავ მისცა სამშენებლო კომპანიას მშენებლობის განახლების უფლება. ჩვენ ახლა რეალურად ვასაჩივრებთ ისევ სააპელაციოში. წრეზე გვატარებს სასამართლო სისტემა და სავარაუდოდ მოგვიწევს სტრასბურგის სასამართლოსთვის მიმართვა“, – განაცხადა აქციის მონაწილე გიორგი ფხალაძემ.

დღესვე საკითხზე კომენტარი გააკეთა დედაქალაქის მერმა , მისი განცხადებით ანას ბაღთან მიმდინარე მშენებლობას არანაირი კავშირი არ აქვს . 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლევან ხაბეიშვილი: კანონპროექტი პლებისციტზე გაიტანეთ, არჩევნებთან ერთად ან არჩევნებამდე, თუ ხალხი გადაწყვეტს, ხმის ამომღები არ ვიქნებით არცერთი
შსს: „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოს შესასვლელების ბლოკირება. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, რომ პროტესტი გამოხატონ მშვიდობიან ფორმებში
შარლ მიშელი სოციალურ ქსელში გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს ეხმაურება
საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილე - რაც ვნახე, მოქალაქეები ძალადობენ პოლიციელებზე, მაგრამ პოლიციელების მხრიდან კანონდარღვევა არ ყოფილა
მამუკა მდინარაძე: ომის დაწყება თუ გინდათ, თქვით. იმ ხალხთან ჩამოდიო ნაცვლიშვილი რომ მეუბნება, მართლა რომ ჩავიდე და ვიღაცამ რაღაცა ქნას, რადგან ათი, ოცი პროვოკატორი ყოველთვის აღმოჩნდება აქციაზე, მერე რას შვრებით ხალხო?
არქივი