ომბუდსმენი - "შეზღუდვების კანონში" პარლამენტმა გაითვალისწინა სახალხო დამცველის მოსაზრებების ნაწილი, სახალხო დამცველის მოსაზრებიდან რჩება გარკვეული საკითხები, რომელიც მასში არ აისახა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
267 22 მაისი 2020, 16:01
საქართველოს პარლამენტმა გაითვალისწინა სახალხო დამცველის მოსაზრებების ნაწილი „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონსა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

„სახალხო დამცველის წერილობითი მოსაზრებები ერთი დღის ვადაში მიეწოდა საქართველოს პარლამენტს. მათი ნაწილი ამ დროისათვის (მეორე მოსმენის წინ) გათვალისწინებულია, რაც დადებითად უნდა შეფასდეს. კერძოდ: 1) მთავრობაზე/სამინისტროზე ადამიანის უფლებების შეზღუდვის უფლებამოსილების დელეგირებისას ცხადად მიეთითა უფლებების შეზღუდვის კრიტერიუმები (ე.წ. სამსაფეხურიანი ტესტი); 2) „შესაძლო ინფიცირებული პირის“ იზოლაციისათვის დაქვემდებარების ნაცვლად განისაზღვრა, რომ პირი, რომელსაც შესაძლოა ჰქონდა შეხება გადამდები დაავადების შემთხვევასთან, დაექვემდებარება საკარანტინო ღონისძიებებს; 3) ცალკეული სამართლებრივი გარანტიები განისაზღვრა იზოლაციის/კარანტინის გამო თავისუფლებაშეზღუდული პირებისათვის; 4) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული სასამართლო სხდომები დისტანციურად გაიმართება არა უპირობოდ ყველა, არამედ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში.

კანონპროექტში განხორციელებული ეს ცვლილებები და ის საკითხი, რომ მათ დროებითი ხასიათი ექნებათ, მნიშვნელოვნად ამცირებს არსებულ რისკებს. 

რჩება გარკვეული საკითხები, რომელიც სახალხო დამცველის მოსაზრებიდან არ აისახა. მათ შორის არის სწრაფი სასამართლო კონტროლის უზრუნველყოფა კანონპროექტით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვებზე; ფაქტობრივი გარემოებების დასაბუთება კანონქვემდებარე აქტის მიღებისას და იზოლაციის/კარანტინის გადაწყვეტილების გასაჩივრების სპეციალური წესის განსაზღვრა. 

კანონპროექტის ავტორების მოსაზრებით, აღნიშნული საკითხები წესრიგდება სხვა მოქმედი საკანონმდებლო აქტებით და არ ქმნის მისი სპეციფიკურად დარეგულირების საჭიროებას. კანონპროექტის დაჩქარებულად განხილვამ შეუძლებელი გახადა ყველა რისკის წინმსწრებად შეფასება და მიუხედავად კანონპროექტის ტექსტის გაუმჯობესებისა, უაღრესად მნიშვნელოვანია იმაზე დაკვირვება, თუ როგორ იმოქმედებს აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები პრაქტიკაში. სახალხო დამცველი დეტალურად დააკვირდება აღნიშნულ პროცესს და შესაბამისი საფუძვლების არსებობისას, გამოიყენებს სამართლებრივ მექანიზმებს ადამიანის უფლებების დაცვის შემდგომი უზრუნველყოფისათვის, საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის ჩათვლით,”- ნათქვამია ომბუდსმენის  განცხადებაში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კორუფციულ საქმესთან მეუღლის შესაძლო კავშირის გამო, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა საჯარო მოვალეობების შესრულება შეიჩერა
ევროპარლამენტში, 25 აპრილს, საქართველოში “უცხოური აგენტების” კანონპროექტთან დაკავშირებით, რეზოლუციაზე კენჭისყრა გაიმართება.
მეუფე ზენონი - კანონპროექტის შინაარსი და წარმოდგენილი სარეგისტრაციო ფორმულირება ქმნის მოქალაქეთა და არასამთავრობო ორგანიზაციების, ინსტიტუციების (მათ შორის ეკლესიის) სტიგმატიზირების საფრთხეს
კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები ევროპის მოედნისკენ მიემართებიან
აქციის მონაწილეები “ქართული ოცნების” ოფისთან მივიდნენ
არქივი