კახა კალაძე - მე ვარ ბედნიერი ადამიანი, რომ თბილისელების მხრიდან მაქვს ასეთი მხარდაჭერა და თანადგომა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
236 02 აგვისტო 2021, 23:11
მე ვარ ბედნიერი ადამიანი, რომ თბილისელების მხრიდან მაქვს ასეთი მხარდაჭერა და თანადგომა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ IRI-ის ახალი კვლევის შედეგებზე საუბრისას განაცხადა.
 
„აბსოლუტურად გულწრფელად გეტყვით, რომ არავის არ ვეჯიბრები. მე ვიცი მოსახლეობის განწყობები ჩემს მიმართ და ამის თქმის საშუალებას მე მაძლევს ის ყოველდღიური ურთიერთობა, რაც მაქვს თბილისის მოსახლეობასთან, ფაქტობრივად, ყველა რაიონში. უამრავი შეხვედრები, რომელიც არ გამიწყვეტია მთელი ამ წლების განმავლობაში. ზოგადად, პოლიტიკოსისთვის რეიტინგი, მის მიმართ დამოკიდებულებები, განწყობები ვიცით თუ რამდენად მნიშვნელოვანია, შესაბამისად, მე ვარ ბედნიერი ადამიანი, რომ თბილისელების მხრიდან მაქვს ასეთი მხარდაჭერა და თანადგომა, რასაც მე ფაქტობრივად, ყოველდღიურად ვგრძნობ ქალაქში გადაადგილებისას და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს სიყვარული, ეს კეთილგანწყობა, რაც მოდის ამ ადამიანებისგან, დავუბრუნო მათ კონკრეტული მაგარი გაკეთებული საქმეებით, რითაც იამაყებს თითოეული ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძემ IRI-ის ახალი კვლევის შედეგების მიხედვით „ქართული ოცნების“ პარტიულ რეიტინგზე საუბრისას განაცხადა, რომ კვლევის შედეგების მიმართ ნეგატიურადაა განწყობილი, რადგან ისინი არჩევნების შედეგებისგან რადიკალურად განსხვავდება ხოლმე.

„სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ ხშირია შემთხვევები, ამის ძალიან ცუდი გამოცდილება გვაქვს, მოყოლებული 2012 წლიდან, არაერთი კვლევა შემიძლია მოვიყვანო მაგალითად, ყველა არჩევნების წინ, როდესაც ხდებოდა მონაცემების გამოყენება და შემდეგ რა შედეგებით სრულდებოდა არჩევნები და ეს, რა თქმა უნდა, ამ კვლევების მიმართ ნეგატიურად განმაწყობს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლევან ნიკოლეიშვილი - რეზოლუციით ფაქტობრივად ითხოვენ ლგბტ პროპაგანდის დაკანონებას და გამჭვირვალობის კანონის არ მიღებას, რათა საქართველოში კვლავ შავი ფული შემოვიდეს და ამით შეძლონ დესტრუქციული ძალების დაფინანსება
ემანუელ მაკრონი - ევროპამ უნდა აჩვენოს, რომ აშშ-ის ვასალი არ არის
ამ დაწესებულებისგან ძალიან დავალებული ვარ, იმიტომ რომ უკვე რამდენი რეზოლუცია არის მიღებული პერსონალურად ჩემს შვილთან დაკავშირებით
სოზარ სუბარი: იმისთვის ვიბრძვით, რომ ევროპაში შევიდეთ ჩვენი ღირებულებებით - არა რაღაც უფორმო მასაში, არამედ ევროპაში, სადაც საქართველოს ექნება თავისი განსხვავებული, ძალიან მნიშვნელოვანი ხმა
კახა კალაძე: სამარცხვინო რეზოლუციით ევროპარლამენტარები მოგვიწოდებენ, უკან გავიწვიოთ კანონი, რომელიც ლგბტ პროპაგანდის აკრძალვას ითვალისწინებს, ანუ, საქართველოში ფართე ასპარეზი უნდა დავუთმოთ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის პროპაგანდას
არქივი