ხელისუფლება მოიჯარეებს მიწის შესაძენად ახალ შეღავათს სთავაზობს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
193 10 მაისი 2021, 12:30
დღემდე ჩვენ ვახერხებთ, რომ სერიოზული შეზღუდვების გარეშე ვაკონტროლოთ ვითარება - პარალელურად მთავარია ვაქცინაცია წავახალისოთ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ხვალ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც კოვიდსა და მასთან ბრძოლას ეხება, ბევრ საკითხთან დაკავშირებით იმსჯელებენ.

„ჩვენ ხვალ გვექნება, მორიგი უწყებათაშორისი კომისიის სხდომა, რომელიც კოვიდსა და მასთან ბრძოლას ეხება. დღემდე ჩვენ ვახერხებთ, რომ სერიოზული შეზღუდვების გარეშე ვაკონტროლოთ ვითარება. რა თქმა უნდა, მესამე ტალღაა და მესამე ტალღას უფრო მაღალი დადებითობის მახასიათებელი და უფრო მაღალი ინფიცირება ახასიათებს, მაგრამ პარალელურად მთავარია ვაქცინაცია წავახალისოთ. ხვალ ბევრ საკითხთან დაკავშირებით ვიმსჯელებთ“, - განაცხადა თურნავამ.

მინისტრის თქმით, ხელისუფლება მოიჯარეებს ახალ შეღავათს სთავაზობს.

„იმისთვის, რომ გავზარდოთ სასოფლო-სამეურნეო მიწის ხელმისაწვდომობა და საშუალება მივცეთ მოიჯარეებს, უფრო ეფექტიანად გამოიყენონ საკუთარი უფლება და პირდაპირი წესით შეიძინონ მიწები, გადავწყვიტეთ, რომ ამიერიდან, შესაძლებელი იქნება ამის გაკეთება 25%-იანი ფასდაკლებით. სამხარაულის ბიუროს მიერ შეფასებული ფასიდან იქნება 25%-იანი ფასდაკლება, რომლითაც მოიჯარეები ისარგებლებენ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა დღეს უკრაინისთვის და ისრაელისთვის დახმარების კანონპროექტს განიხილავს
ნინო ნადირაძე: მოიმღერ-მოიცეკვებენ მოსკოვებს, რუბლებს ევროზე დაახურდავებენ, პარტმუშაკი წინაპრების ფოტოებს გახედავენ და წამიკითხავენ ლექციას სიმართლეზე და ევროპულ ღირებულებებზე
დიმიტრი ხუნდაძე: ეს არის ჩვენი მხრიდან მთავარი კითხვა - თუკი გამჭვირვალობის შესახებ კანონი დასავლეთში დასავლურია, საქართველოში რატომ არის ის რუსული?
ფრაქცია „ქართული ოცნება“ პარლამენტს წარუდგენს პროექტს, რომლის მიღების შედეგად, საჯარო დაწესებულებებს მეტი სტაჟიორის აყვანის შესაძლებლობა ექნებათ
გიორგი ვოლსკი: „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს რუსული კანონის მსგავსი არანაირი ელემენტიც კი არ გააჩნია
არქივი