რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები იკრიბებიან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
237 10 მაისი 2021, 12:15
რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები იმყოფებიან.

მათი განცხადებით, ნიკა მელიას მხარდასაჭერად შეიკრიბნენ. როგორც ლევან ხაბეიშვილი აღნიშნავს, სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, შევლენ თუ არა პარლამენტში და მოაწერენ თუ არა ხელს შეთანხმების დოკუმენტს, ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ ისაუბრებენ.

„ველოდებით ნიკა მელიას გათავისუფლებას ევროკავშირის გამოსასყიდის გადახდის შემდეგ.საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ევროკავშირი დამნაშავეებს და სახელმწიფო გადამტრიალებლებს გამოსასყიდს არ უხდის. სასამართლო ჩაინიშნა ოთხ საათზე. მას შემდეგ, რაც ჩვენი პარტიის თავმჯდომარე მძევლობიდან გათავისუფლდება, პოლიტიკური საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას ჩვენი ბრძოლის სტრატეგიასთან დაკავშირებით. რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული დოკუმენტის ხელმიწერასთან, პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით, საზოგადოებას ინფორმაცია ექნება ძალიან სწრაფად, მხოლოდ მას შემდეგ, რაც ნიკა მელია თავისუფალი იქნება“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 16:00 საათზე გაიმართება. სხდომაზე მოსამართლემ უნდა განიხილოს პროკურატურის შუამდგომლობა, რომლითაც საგამოძიებო უწყებამ მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე გუშინ მიმართა.

ნიკა მელიასთვის შეფარდებული გირაოს თანხა 40 000 ლარი, ევროკავშირის ეგიდით „ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის“ 8 მაისს გამოყო.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი ქადაგიშვილი: ოპოზიციის ბოღმიან დამოკიდებულებას საზოგადოების იმ უდიდესი ნაწილის მიმართ, რომელიც პირდაპირ არ იზიარებს მათ პოლიტიკურ შეხედულებებს, ხალხი ეტყვის უარს 29 აპრილის შეხვედრაზე
ირაკლი ქადაგიშვილი: ჩვენ ვიცავთ ყველა ადამიანის უფლებას, განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფების, ამავდროულად დაცული უნდა იყოს ოჯახი, მოზარდი თაობა ფსევდოლიბერალური ლგბტ პროპაგანდისგან
ეკა სეფაშვილი: „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო ცვლილებების ძირითადი მიზანია ერთმანეთისგან გავმიჯნოთ ლგბტ პროპაგანდა და მათი უფლებების დაცვა
გიორგი ვოლსკი გამჭვირვალობის შესახებ კანონზე: ეს თემა გამოიყენება იმისათვის, რათა დაიძაბოს ვითარება, რომ როგორმე მოხდეს დესტაბილიზაციის პროცესის განვითარება, რაც თავიდანვე იყო გეგმაში ჩადებული
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ახალგაზრდებმა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა გუშინ კვლავ გააპროტესტეს
არქივი