რატი იომათამიშვილი - "ნაციონალური მოძრაობა" რუსული ჰიბრიდული ძალაა და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მოაწერენ თუ არა ისინი შეთანხმების დოკუმენტს ხელს, ისინი დარჩებიან რუსული ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად საქართველოში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
199 10 მაისი 2021, 11:12
ევროკავშირი მსგავსი მეთოდებით პოლიტპატიმრებზე არ რეაგირებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა, რითაც ევროკავშირის მხრიდან ნიკა მელიასთვის გირაოს გადახდას და პატიმრობიდან მის მოსალოდნელ გათავისუფლებას გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, შეუერთდება თუ არა “ნაციონალური მოძრაობა” შეთანხმებას, მას შემდეგ რაც ნიკა მელია საპყრობილეს დატოვებს.

“ფაქტობრივად, ევროკავშირმა გირაოს გადახდით დაადასტურა, რომ მელიას მიმართ სამართლებრივი საქმე იყო სწორი, სამართლიანი და მას როგორც პოლიტპატიმარს არ აღიქვამს.

"ნაციონალური მოძრაობა" გაფორმდა საქართველოში როგორც არასერიოზული და არაკომპეტენტური ორგანიზაცია, რომელიც ყოველთვის დესტრუქციისკენ არის მოწოდებული. ფაქტია, ისინი ყოველ ჯერზე იღებენ გადაწყვეტილებებს, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის უკეთეს ხვალინდელ დღეს და დასავლეთთან ინტეგრაციას, ამიტომ ისინი არიან რუსული ჰიბრიდული ძალა და გულწრფელად რომ გითხრათ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მოაწერენ თუ არა ისინი ამ დოკუმენტს ხელს, ისინი დარჩებიან არაკონსტრუქციული, დესტრუქციული და რუსული ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად საქართველოში," - განაცხადა იონათამიშვილმა.

ცნობისათვის, ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლასთან დაკავშირებით სასამართლოს საქართველოს პროკურატურამ გუშინ მიმართა.

ნიკა მელიას გირაოს თანხა - 40 000 ლარი ევროკავშირმა 8 მაისს გადაიხადა. აღნიშნული თანხა „ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის“ (European Endowment for Democracy) გამოყო და ხელისუფლებას "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" გადასცა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პარლამენტი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის სამართლებრივ საკითხთა და საერთაშორისო თანამშრომლობის კომიტეტს მასპინძლობს
სამტრედიაში ამ ეტაპზე 60-ზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა
სომხეთი აზერბაიჯანს დაუბრუნებს ოთხ სოფელს, რომლებსაც 1990-იანი წლების კონფლიქტის შემდეგ აკონტროლებდა
ეკა სეფაშვილი: ვის აინტერესებს, საქართველო ომს წააგებს თუ არა, ან ერთი ქართველი მაინც თუ დარჩება ამ ქვეყანაში?! ეს ტერიტორია გლობალური ომის პარტიას აინტერესებს, რადგან კავკასიის რეგიონში მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ მდებარეობას იკავებს
არქივი