შსს-მ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების დარღვევის 1 000 ფაქტი გამოავლინა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
187 10 მაისი 2021, 11:10

ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების დარღვევის 1 000 ფაქტი გამოვლინდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე 813 ფიზიკური პირი დაჯარიმდა, ასევე დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

“ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ.

სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 000 ფაქტი გამოვლინდა.

პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 78 პირი დააჯარიმა.

დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

გარდა ამისა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 813 ფიზიკური პირი დაჯარიმდა, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევის 109 ფაქტი გამოვლინდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.

პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11) -ე მუხლის შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევა ასკ-ის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად ითვალისწინებს 40 ლარით დაჯარიმებას. იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით.

განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს“,- აღნიშნავენ უწყებაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე: ქვეშეთი-კობის დამაკავშირებელი 9-კილომეტრიანი გვირაბი ხელს შეუწყობს სატრანზიტო ფუნქციისა და ამ რეგიონში ტურისტული შესაძლებლობების განვითარებას
ირაკლი კობახიძე: ველოდებით, რომ აქციის მონაწილეები მეორე მოსმენის დროს შეიკრიბებიან, მათი უფლებაა, როგორც და სადაც უნდათ, შეიკრიბონ, მაგრამ ორშაბათს გაიმართება შეკრება, სადაც ჩვენ ველოდებით ჩვენს ათიათასობით მხარდამჭერს
ირაკლი კობახიძე: გაგვიხარდება, თუ იქნება, რაც შეიძლება, მეტი კომუნიკაცია, ძალაში რჩება ჩვენი შეთავაზება პარტნიორების მიმართ, რომ ქართული საზოგადოების თვალწინ დავსხდეთ და ვიმსჯელოთ ამ კანონის ავკარგიანობაზე
ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვაქვს ხალხის სახელით საუბრის მანდატი, ეს მანდატი მოგვენიჭა საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად 2020 წელს, როდესაც მივიღეთ 48% საპარლამენტო არჩევნებში მას შემდეგ ჩვენი რეიტინგი გაზრდილია და აჭარბებს 60%-ს
სოზარ სუბარი: ჩვენ გვჭირდება კონსტიტუციით განვამტკიცოთ ქართველობა, ჩვენი ეროვნულობა
არქივი