ბოლო 24 საათში, კოვიდინფიცირების 549 შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 1 439, გარდაიცვალა 24 პაციენტი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
189 10 მაისი 2021, 10:47

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 535 კვლევა ტესტით, მათ შორის 5 665 კვლევა ანტიგენის ტესტით და 3 870 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 549 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 322 468-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 9 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.76 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 6.03%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 6.48%.

ბოლო 24 საათში, ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 439 პირი, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 302 428-მდე.

ბოლო 24 საათში, კორონავირუსით გარდაიცვალა 24 ადამიანი, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს  4 305 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 549 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 300 შემთხვევა, აჭარა - 77, იმერეთი - 43, ქვემო ქართლი - 22, შიდა ქართლი - 9, გურია - 9, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 45, კახეთი - 16, მცხეთა-მთიანეთი - 11, სამცხე-ჯავახეთი - 7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 10.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 709, საიდანაც: 4 481 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 562, აჭარაში - 490, იმერეთში - 494. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 924 პირი, მათ შორის, თბილისში - 474, აჭარაში - 87, იმერეთში -131. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 197 პირი, მათგან თბილისში - 135, აჭარაში - 9, იმერეთში - 16. 784 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 405 - თბილისში, 352 - აჭარაში. 10 444 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 69 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 61, ხოლო აჭარაში - 7.

სულ 6 ოქტომბრიდან - 9 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 625 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 30 655 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 23 162 პირი, აჭარაში - 1 816, იმერეთში - 1 256.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი ღარიბაშვილი: თუ იმ დროისთვის, როცა ქვეყანა იქნება მზად და გვეტყვიან, რომ ხვალვე გახდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ძალიან მარტივად შეიძლება გამჭვირვალობის კანონის გაუქმება, გადახედვა, შეცვლა, ახლის მიღება
მამუკა მდინარაძე ჟურნალისტს: ამიტომ ვეხვეწებით ყველას, რომელიც რაღაცას აპროტესტებს, ჯერ კანონპროექტი წაიკითხოს. თქვენც კი წაკითხული არ გაქვთ, რადგან ფარას კანონი და ლობისტების კანონი ერთი და იგივე გგონიათ
დიმიტრი ხუნდაძე: იმ ფულის გამჭვირვალობაა საჭირო, რომელიც აურზაურის და დესტაბილიზაციის დასაფინანსებლად იგზავნება საქართველოში
ირაკლი ღარიბაშვილი: ბიძინა ივანიშვილმა თავი გადადო და გაათავისუფლა ჩვენი ხალხი ჩაგვრისა და უბედურებისგან. ეს რომ არ გაეკეთებინა 2012 წელს, დღეს ქვეყანა არ გვექნებოდა
ირაკლი ღარიბაშვილი: ყოველი ხელისუფალი არის ვალდებული, რომ ყველაზე დიდი განსაცდელი, უბედურება აარიდოს საკუთარ ხალხს. როგორც კაცი იცავს საკუთარ ოჯახს, ასე უნდა დაიცვას ხელისუფლებამ საკუთარი ხალხი ომისგან
არქივი