პეტრას აუსტრევიჩიუსი: გვიხარია და ბედნიერები ვართ, რომ ქართველი პოლიტიკოსები ევროპული სტილით მოქმედებენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
261 20 აპრილი 2021, 19:18

ევროპარლამენტარის, პეტრას აუსტრევიჩიუსის განცხადებით, ის ძალიან ბედნიერია იმით, რომ პასუხისმგებლიანმა ქართველმა პოლიტიკოსებმა გამბედაობა გამოიჩინეს, რაც არ იყო მარტივი. ამის შესახებ მან „ქრონიკასთან“ საუბარში განაცხადა.

„ჩვენ შევასრულეთ ჩვენი პირობა და არ მივატოვეთ საქართველო კრიზისში. ძალიან სწორ დროს უაღრესად ძლიერი სიგნალი გავაგზავნეთ. ვაღიაროთ, რომ ამ პროცესის მიმდინარეობისას ზოგჯერ ხელისუფლება და ზოგჯერ ოპოზიცია არ იყო ბედნიერი იმით, რასაც ვამბობდით, მაგრამ ეს იყო მოწოდება ყველას მიმართ. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ პასუხისმგებლიანმა ქართველმა პოლიტიკოსებმა გამბედაობა გამოიჩინეს. ეს არ იყო მარტივი. ვიცი, რომ არ იყო მარტივი პირველობა და შეთანხმებაზე ხელმოწერა, მაგრამ ეს იყო აუცილებელი. ეს არის რაციონალური კომპრომისი. ჩვენ ვართ პარტნიორები და გავაკეთეთ მაქსიმუმი. ძალიან დიდი ინვესტიცია, პრესტიჟი, რესურსი და დრო ჩავდეთ. ეს სარისკოც იყო. ახლა გვიხარია და ბედნიერები ვართ, რომ ქართველი პოლიტიკოსები ევროპული სტილით მოქმედებენ“, - აცხადებს პეტრას აუსტრევიჩიუსი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი