უკრაინის ფინანსთა მინისტრი: სააკაშვილი დიდ გზაზე მდგარი შულერია - არაფერი გამოუვიდა და ახლა თავის პრობლემებში სხვებს ადანაშაულებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
248 20 აპრილი 2021, 18:49
უკრაინის ფინანსთა მინისტრმა, სერგეი მარჩენკომ რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელს, მიხეილ სააკაშვილს დიდ გზაზე მდგარი შულერი უწოდა.

„დიდ გზაზე მდგარი შულერი, ჩამოსული გასტარბაიტერი. აქ ჩამოვიდა, რათა რაღაც იდეები განეხორციელებინა, არაფერი გამოუვიდა და ახლა თავის პრობლემებში სხვებს ადანაშაულებს. ახლა მე ამირჩია. ამას არ მოვითმენ. ამიტომაც ვამბობ, გვაჩვენოს რა შეუძლია. ფეიკი ხარ. ვინ ხარ? რა გააკეთე უკრაინისთვის?“, - აღნიშნა უკრაინის ფინანსთა მინისტრმა.

სერგეი მარჩენკომ ასევე განაცხადა, რომ ფინანსთა სამინისტროს საბაჟოზე კორუფციაში დადანაშაულება ნორმალური არ არის, ვინაიდან კონტრაბანდის საკითხი უფრო სამართალდამცველ სტრუქტურებს ეხებათ.

მანამდე კი ტელეარხ „უკრაინის“ ერთ-ერთ ტოკ-შოუში სიტყვით გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილმა სერგეი მარჩენკო საბაჟოსა და საგადასახადო ორგანოებში კორუფციაში დაადანაშაულა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონი - #1 პრობლემა მსოფლიოსთვის
დღეს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე
პარლამენტი, ინტერპელაციის წესით მიწვეულ შს მინისტრს ვახტანგ გომელაურს მოუსმენს
შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტარების განცხადებაზე: ეს ადამიანები EED-ის ბორდში სხედან, რომელიც „სირცხვილიას“ და „მოლოტოვის კოქტეილების“ კამპანიას აფინანსებდა. „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა ევროპის ღირებულებებს შეესაბამება?! ეს უკვე ცინიზმია
ვედანტ პატელი - ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას საქართველოში, განსაკუთრებით ყურადღებით ვადევნებთ თვალს საპროტესტო აქციებს და მოვუწოდებთ ყველა მხარეს, პატივი სცენ თავისუფლებას და მშვიდობიან შეკრებას
არქივი