ირაკლი ღარიბაშვილი: შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ხელოვნურად შექმნილი კრიზისი დასრულებულია - პრეზიდენტი მიშელი გულწრფელ მადლობას იმსახურებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
255 20 აპრილი 2021, 18:16

ჩვენ მადლობელი ვართ პრეზიდენტ შარლ მიშელის პირადი ჩართულობისთვის. მისი დღევანდელი ვიზიტი კიდევ ერთი თვალსაჩინო დადასტურებაა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო და მისი წარმატება ევროკავშირისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„პრეზიდენტმა მიშელმა პირველად, ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ პრეზიდენტი მიშელის ჩართულობით, შედეგი სახეზეა, შეთანხმება შედგა. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ხელოვნურად შექმნილი კრიზისი დასრულებულია. ამისთვის, პრეზიდენტი მიშელი გულწრფელ მადლობას იმსახურებს. ჩვენი მთავრობის, ჩვენი პოლიტიკური გუნდის სახელით, მას მადლობას ვუხდი, იმ დიდი ძალისხმევისთვის, რომელიც მან გასწია. მან დაამტკიცა, რომ არის ნამდვილი ლიდერი, შეუძლია ევროკავშირის ეგიდით, წარმატებული მედიაცია და მოლაპარაკების წარმოება - კონკრეტული შედეგის დასრულებით“ - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღესვე შარლ მიშელისა და საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პირისპირ შეხვედრა გაიმართა. ამასთანავე, ვიზიტის ფარგლებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალკვაძესა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს პარლამენტში შეხვდება. დღის ბოლოს, სალომე ზურაბიშვილის სახელით, შარლ მიშელის პატივსაცემად სადილი გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ემანუელ მაკრონი - ევროპამ უნდა აჩვენოს, რომ აშშ-ის ვასალი არ არის
ამ დაწესებულებისგან ძალიან დავალებული ვარ, იმიტომ რომ უკვე რამდენი რეზოლუცია არის მიღებული პერსონალურად ჩემს შვილთან დაკავშირებით
სოზარ სუბარი: იმისთვის ვიბრძვით, რომ ევროპაში შევიდეთ ჩვენი ღირებულებებით - არა რაღაც უფორმო მასაში, არამედ ევროპაში, სადაც საქართველოს ექნება თავისი განსხვავებული, ძალიან მნიშვნელოვანი ხმა
კახა კალაძე: სამარცხვინო რეზოლუციით ევროპარლამენტარები მოგვიწოდებენ, უკან გავიწვიოთ კანონი, რომელიც ლგბტ პროპაგანდის აკრძალვას ითვალისწინებს, ანუ, საქართველოში ფართე ასპარეზი უნდა დავუთმოთ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის პროპაგანდას
კახა კალაძე: დიახ, ჩვენ გვჭირდება ევროპა, თუმცა არანაკლებ ვჭირდებით ევროპას, რამეთუ გვაქვს დიდი გამოცდილება აგენტოკრატიასთან ბრძოლაში
არქივი