ეკატერინე ტიკარაძე: პრემიერის მეთაურობით ხვალ მოწვეულია კოვიდსაბჭო, რომელზეც დამატებით რეგულაციებს განვიხილავთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
298 20 აპრილი 2021, 16:00

პრემიერის მეთაურობით ხვალ მოწვეულია კოვიდსაბჭო, რომელზეც დამატებით რეგულაციებს განვიხილავთ, - ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ეპიდემიოლოგიური ვითარება საკმაოდ რთულდება.

„ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტროს შრომითი ინსპექციის მხრიდან არის გამკაცრებული ღონისძიებები და ინტენსიური მონიტორინგი, ასევე გამკაცრდა დაჯარიმებები. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მხრიდან შენარჩუნდეს მსგავსი მიდგომა, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების აქტიური ჩართულობა, პირბადის გამოყენება, სოციალური დისტანციის დაცვა, რათა მოხდეს ინფექციის გავრცელების დროული შეკავება. დღეს გვქონდა 1 790 ინფიცირება, აქტიური შემთხვევების რაოდენობა 10 000-ს აღემატება, რაც ზრდის ზეწოლას ჯანდაცვის სექტორზე.

მნიშვნელოვანია, რომ ვიმსჯელოთ ამასთან დაკავშირებით. ხვალ პრემიერის მეთაურობით მოწვეულია კოვიდსაბჭო, სადაც განვიხილავთ იმ დამატებით რეგულაციებს და ღონისძიებებს, რომლებიც იქნება ეფექტური და რომლებსაც გამოვიყენებთ. უქმე დღეებთან დაკავშირებით ასევე იმსჯელებს საბჭო, თუ რომელი ორგანიზაციები და რა მიმართულებები განაგრძობენ მუშაობას და რა მიმართულებებისთვის იქნება შეზღუდული სამუშაოს გაგრძელება“, – განაცხადა მინისტრმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტარების განცხადებაზე: ეს ადამიანები EED-ის ბორდში სხედან, რომელიც „სირცხვილიას“ და „მოლოტოვის კოქტეილების“ კამპანიას აფინანსებდა. „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა ევროპის ღირებულებებს შეესაბამება?! ეს უკვე ცინიზმია
ვედანტ პატელი - ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას საქართველოში, განსაკუთრებით ყურადღებით ვადევნებთ თვალს საპროტესტო აქციებს და მოვუწოდებთ ყველა მხარეს, პატივი სცენ თავისუფლებას და მშვიდობიან შეკრებას
შალვა პაპუაშვილი: მაინტერესებს NED-ს რა წარმოდგენა აქვს ქართველ ხალხზე. მიიჩნევს თუ არა თანაბრად, როდესაც ხარჯავს ფულს და ამბობს, არ გეტყვით რას ვაკეთებო
საგარეო უწყება უარყოფს, რომ გერმანიაში საქართველოს ელჩი ლევან იზორია ბუნდესტაგში დაიბარეს
საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
არქივი