ვახტანგ ძაბირაძე - არ ვფიქრობ, რომ მმართველ ძალას ადგილობრივ არჩევნებზე 43% აღება გაუჭირდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
304 19 აპრილი 2021, 20:32
არ მიკვირს, ქართულმა ოცნებამ დანიელსონის დოკუმენტსაც მოაწერა ხელი და შარლ მიშელის დოკუმენტსაც მოაწერს, მათ შორის დიდი სხვაობა არ არის, - ამის შესახებ ექსპერტმა ვახტან ძაბირაძემ ONGO-სთან საუბარში განაცხადა.  

 მისივე თქმით, გადამდგარი გიორგი გახარიას ფაქტორის გათვალისწინებითაც კი, მმართველ ძალას 43% ბარიერის გადალახვა არ გაუჭირდება.

 „არ ვფიქრობ, რომ მმართველ ძალას ადგილობრივ არჩევნებზე 43% აღება გაუჭირდეს. ამ ეტაპზე ჯერჯერობით ასე ჩანს, არანაირი პრობლემა არ ექნება.“ 

 რაც შეეხება ოპოზიციას, ექსპერტი პარლამენტში არც "ნაციონალური მოძრაობის" შესვლას გამორიცხავს.  

 „სხვა შემთხვევაში "ნაციონალურ მოძრაობას" ექნება პრობლემა, რადგანაც პოლიტიკური სიმძიმის ცენტრი პარლამენტში გადავა, პროცესი პარლამენტის მიმართ გააჩენს ინტერესს და არა ქუჩის მიმართ. ქუჩის მიმართ არანაირი ინტერესი უკვე აღარ არის, საზოგადოებას ეს არ აინტერესებს. აღარაფერს ვამბობ „ევროპულ საქართველოზე“, გიგა ბოკერია კომიკურ მდგომარეობაშია. ბოკერია-ჩერგოლეიშვილი ბოიკოტის რეჟიმში თუ დარჩებიან, მათ ისედაც მცირე ელექტორატს ნაციონალები.“ ვახტან ძაბირაძის განმარტებით, ბრიუსელში საბოლოოდ მიხვდნენ, რომ პოლიტიკურ სპექტრს საქართველოში თხოვნით კი არ უნდა მიმართო, არამედ მოთხოვნით. 
„ახლა დადეს დოკუმენტი და პოლიტიკურ სპექტრს უბრალოდ მოსთხოვეს ხელის მოწერა, ამიტომაც, ახლა ყველამ დაიწყო ფიქრი“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: უსამშობლოთა ზეიმია დღეს - რუსთაველზე არ მოსვლა გაიგივებული იქნება ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების ლგბტ მომავლის პერსპექტივების გაზიარებასთან და ქვეყნის სუვერენიტეტზე უარის თქმასთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
პოლიციამ განზრახ მკვლელობადი ბრალდებული დააკავა
სოზარ სუბარი: აუცილებელია, კონსტიტუციით განვამტკიცოთ ის უფლებები, რომელიც ჩვენი ისტორიიდან და ტრადიციიდან მოდის
გიული ალასანია - ევროპარლამენტარები, პირველ რიგში, მხარს უჭერენ ქვეყანას, მაგრამ ასევე მხარს უჭერენ ჩემს შვილს, რაც ძალიან მახარებს
არქივი