გია აბაშიძე - დიდი ალბათობით, დასავლეთი ნაწილობრივ შემდგარ შეთანხმებას აღიარებს და მორჩება ეს მრავალთვიანი უსაგნო დავა - ვინ ვის შეუსრულა, თავად განსაჯეთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
253 19 აპრილი 2021, 17:32
ამდენი პოლიტიკური ახალი ამბების ნიაღვარში, ჩემეულად მოკლედ აგიხსნით თუ რა ხდება - შარლ მიშელის ბოლო შემოთავაზებამ კიდევ უფრო დაქსაქსა "ნაციონალური მოძრაობა". ბოკერიას ჩამოშლილი პარტია ისეთ ეროზიაშია, რომ სუპერგამძლე "ლატკებიც" ვეღარ უშველის. პრაგმატულად მოაზროვნე ოპოზიციური პატარა პარტიები ხვდებიან, რომ პარლამენტში შეუსვლელობითა და მიშას "დუდუკზე" უაზრო როკვით, ვერაფერს მიაღწევენ“, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე. 

 მისი თქმით, სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, მმართველი გუნდი, იმის მიუხედავად, რომ დანიელსონის ხელმოწერილ დოკუმენტს ჩაენაცვლა მიშელის ახალი დოკუმენტი, მზადაა ამასაც მოაწეროს ხელი და გააქროს ამაზე შეკითხვები. 

 ,,პრეზიდენტი ზურაბიშვილი საკუთარ შეხედულებებსა და პრინციპულობაზე მაღლა დადგა და გამოხატა მზადყოფნა, რომ მიიღოს ნამდვილად სკანდალური გადაწყვეტილება - შეიწყალოს გიორგი [ჟორიკა] რურუა თუ ერთი მხრივ, პარტიები ხელს მოაწერენ საბოლოო დოკუმენტს, შევლენ პარლამენტში და მეორე მხრივ, ევროკავშირისა და აშშ-ს წარმომადგენლები გამოაცხადებენ, რომ შეთანხმება შედგა. 

სააკაშვილის "ნაციონალური მოძრაობის" ერთი ნაწილი [1 პოლიტიკური სუბიექტი, რომლის დაშლა გაგრძელდება] და მშრალზე დარჩენილი ბოკერია კვლავ ჯიუტად უარზე არიან, მელიაც საკუთარი სურვილით რჩება საპატიმროში. მაღალი ალბათობით კი, დასავლეთი ნაწილობრივ [მიშას ხუშტურების გამო] შემდგარ შეთანხმებას აღიარებს და მორჩება ეს მრავალთვიანი უსაგნო დავა შესვლა-არშესვლაზე. ვინ ვის შეუსრულა, თავად განსაჯეთ“, - წერს აბაშიძე
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვინმეს მოღალატე, გამყიდველი და ოკუპანტი უძახო იმის გამო, რომ შენს, წნეხის ან ემოციის შედეგად წარმოშობილ, შთაბეჭდილებას ვერ ამყარებდე არგუმენტით, კატეგორიულად მიუღებელია
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
სოზარ სუბარი: დასავლეთიდან ზოგიერთმა პოლიტიკოსმა ქართველ „ენჯეოებს“ პრაქტიკულად მოუწოდა, რომ გავიდნენ ქუჩაში და ისე იბრძოლონ, როგორც უკრაინაში მიდის ბრძოლა უკანასკნელ უკრაინელამდე, სანამ რაიმე არეულობას არ მიაღწევენ
შალვა პაპუაშვილი გამჭვირვალობის კანონპროექტზე: ზედაპირული განცხადებები აჩენს აღქმას, რომ სინამდვილეში ეს არის მცდელობა, გააჩუმონ დემოკრატიული მსჯელობა საქართველოს პარლამენტში, რათა უცხოეთიდან შემოსული დაფინანსებები დაფარული დარჩეს
შალვა პაპუაშვილი: ფაქტობრივად, 21-ე საუკუნეში ეს თანამედროვე აქტივისტები, „ენჯეოები“ და ოპოზიციონერები, 90-იანი წლების ესთეტიკაში დაბრუნდნენ, სადაც ლოზუნგების ქვეყნად აღვიქმებოდით
არქივი