სამთვიანი პაუზის შემდეგ, ავიაკომპანია „ვიზეარმა“ საქართველოსა და ევროპას შორის პირდაპირი რეგულარული რეისები განაახლა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
345 18 აპრილი 2021, 10:56

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, სამთვიანი პაუზის შემდეგ, ავიაკომპანია „ვიზეარმა“ საქართველოსა და ევროპას შორის პირდაპირი რეგულარული რეისები განაახლა.

მათივე ცნობით, გვიან ღამით, პანდემიის შემდეგ, ვილნიუსიდან ქუთაისის მიმართულებით პირველი რეგულარული ფრენა განხორციელდა.

„ქუთაისის განახლებული საერთაშორისო აეროპორტი მგზავრებისთვის გაიხსნა. განახლებულ აეროპორტში რეისს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული, ქუთაისის მერი, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი და ადგილობრივი ხელმძღვანელობის სხვა წარმომადგენლები დახვდნენ. პირველი რეისის მგზავრებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით, ტრადიციულად სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ. ქუთაისის აეროპორტის ტერმინალი ოთხჯერ უფრო გაფართოვდა, რაც ჯამში დაახლოებით 30 ათასი კვადრატულ ერთიან სივრცეს ქმნის – საერთო მოფრენისა და გაფრენის დარბაზებით და ყველა იმ აღჭურვილობით, რომელიც აეროპორტის ოპერირებისთვისაა საჭირო. მაისიდან აეროპორტში ვიზეარი რიგისა და დორტმუნდის მიმართლებით ამატებს რეისებს. ასევე, 2 მაისიდან აეროპორტში ოპერირებას დაიწყებს ახალი, ყაზახური დაბალბიუჯეტინია ავიაკომპანია FlyArystan, რომელიც პირდაპირ რეგულარულ რეისებს სამი მიმართულებით განახორციელებს. ახალი სერვისები და სხვა სიახლეები ოპერირების განახლების პარალელურად აეროპორტში ეტაპობრივად დაინერგება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი