ალუდა ღუდუშაური - მინდა მოვუწოდო ოპოზიციის დესტრუქციულ სუბიექტს გიგი უგულავას, თავი შეიკავოს, როცა ის ვინმეს „პლინტუსს“ ქვევით კვალიფიკაციაზე საუბრობს, საკუთარ თავში და საკუთარ რიგებში მოიკითხოს ასეთი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
238 08 აპრილი 2021, 16:11
მინდა გიგი უგულავას მოვუწოდო, თავი შეიკავოს და როცა ის ვინმეს „პლინტუსს“ ქვევით კვალიფიკაციაზე ლაპარაკობს, საკუთარ თავში და საკუთარ რიგებში მოიკითხოს ასეთი, - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური „ევროპული საქართველოს" წევრის გიგი უგულავას განცხადებას.

„მე მინდა მოვუწოდო ოპოზიციის ისეთ დესტრუქციულ სუბიექტებს, როგორიც არის მაგალითად, უგულავა, შეეშვას და თავი დაანებოს საქართველოს ინსტიტუციების და საჯარო მოხელეების არა მარტო შეურაცხყოფას და „ბულინგს“, არამედ ცრუ ბრალდებებს. მისი ქმედება გადის დანაშაულის ზღვარზე, როცა ბატონი უგულავა შეფასებებში „აბულინგებს“ და პირად შეურაცხყოფას აყენებს არა მხოლოდ პროკურატურას, როგორც ინსტიტუციას, არამედ პირად შეურაცხყოფას აყენებს პროკურორებს.

მინდა მას შევახსენო, რომ დღეს საჯარო დაწესებულებებში არ არიან დასაქმებული ისეთი ადამიანები, როგორიც არის თვითონ. როცა ის „ბულინგს“ ეწევა ერთ-ერთ პროკურორზე, ის პროკურორი არ არის მხილებული ბიუჯეტის და გაჭირვებული მოსახლეობის მილიონობით ლარის მოპარვაში და მითვისებაში. ამიტომ, მინდა მას მოვუწოდო თავი შეიკავოს და როცა ის ვინმეს „პლინტუსს“ ქვევით კვალიფიკაციაზე საუბრობს, საკუთარ თავში და საკუთარ რიგებში მოიკითხოს ასეთი," - განაცხადა ღუდუშაურმა.

რაც შეეხება ნიკა მელიას, ღუდუშაური მიიჩნევს, რომ თუ მას აქვს მაღალი პოლიტიკური პასუხისმგებლობა, მან უნდა გადაიხადოს გირაო და შესაძლებლობა ექნება დატოვოს საპატიმრო.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრი, რომელიც სახელმწიფო მიწების მითვისებაშია ეჭვმიტანილი, თანამდებობიდან გადადგა
ლევან ნიკოლეიშვილი - რეზოლუციით ფაქტობრივად ითხოვენ ლგბტ პროპაგანდის დაკანონებას და გამჭვირვალობის კანონის არ მიღებას, რათა საქართველოში კვლავ შავი ფული შემოვიდეს და ამით შეძლონ დესტრუქციული ძალების დაფინანსება
ემანუელ მაკრონი - ევროპამ უნდა აჩვენოს, რომ აშშ-ის ვასალი არ არის
ამ დაწესებულებისგან ძალიან დავალებული ვარ, იმიტომ რომ უკვე რამდენი რეზოლუცია არის მიღებული პერსონალურად ჩემს შვილთან დაკავშირებით
სოზარ სუბარი: იმისთვის ვიბრძვით, რომ ევროპაში შევიდეთ ჩვენი ღირებულებებით - არა რაღაც უფორმო მასაში, არამედ ევროპაში, სადაც საქართველოს ექნება თავისი განსხვავებული, ძალიან მნიშვნელოვანი ხმა
არქივი