პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წლიური ანგარიშით გამოსვლა პარლამენტში განსხვავებული ფორმატით ჩატარდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
23 08 აპრილი 2021, 15:36

საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წლიური ანგარიშით გამოსვლას დეპუტატების მხრიდან საპასუხო გამოსვლები არ იქნება.

პანდემიიდან გამომდინარე, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, რიგგარეშე სხდომაზე საქართველოში აკრედიტებული კორპუსის წარმომადგენლებს არ მიიწვევენ.

სხდომას მთავრობის წარმომადგენლები დაესწრებიან, თუმცა იქედან გამომდინარე, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა, ის სხდომას არ დაესწრება. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საკანონმდებლო ორგანოს ხვალ მესამედ მიმართავს. ამ მიზნით ჩანიშნულია რიგგარეშე სხდომა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი