ამ დროისთვის, საქართველოში აიცრა 15 693 ადამიანი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
8 08 აპრილი 2021, 14:58

8 აპრილის მონაცემებით ჯამურად აიცრა 15 693 ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი სოციალურ ქსელ Facebook-ზე ავრცელებს.

„აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522“, - ნათქვამია პოსტში.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. ევროპის წამლის სააგენტოს ინფორმაციით, AstraZeneca-ს ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტური არჩევანია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი