საქართველოს საპატრიარქოში მღვდელმთავრების შეხვედრა მიმდინარეობს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
22 08 აპრილი 2021, 14:31

საქართველოს საპატრიარქოში მღვდელმთავრების შეკრება იმართება. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძის ინფორმაციით, შეხვედრაზე მღვდელმთავრები იმსჯელებენ მათ შორის ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებზეც.

,,დღეს საპატრიარქოში მღვდელმთავრები შეიკრიბებიან, ეს არ არის უჩვეულო შეკრება ან პირველი პრეცედენტი. პერიოდულად ასეთი შეხვედრები იმართებოდა, თუმცა დღეს ეს უფრო გაფართოებული იქნება. დრო დაეთმობა მიმდინარე მოვლენების განსჯას, მღვდელმთავრები იმსჯელებენ მათ შორის ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებზე. დღეს შედეგებს და გადაწყვეტილებებს არ უნდა ველოდოთ, ეს იქნება განხილვის და მსჯელობის გარემო“, - აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ.

შეხვედრის პარალელურად საპატრიარქოსთან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი