თურქეთში, 38 ყოფილ სამხედროს, რომლებიც ბრალდებულები არიან სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
291 07 აპრილი 2021, 23:41
თურქეთში ათობით ყოფილ სამხედროს, რომლებიც ბრალდებულები იყვნენ 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.  

სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს 38 სამხედროს, რომელთა შორის არიან ყოფილი მაიორები, პოლკოვნიკები და ვიცე-პოლკოვნიკები. მსჯავრდებულებს შორის პრეზიდენტ  ერდოღანის ყოფილი სამხედრო თანაშემწე ალი იაზიჩია.

კიდევ 106 ადამიანს სხვადასხვა ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 61 წლით და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს პრეზიდენტის გვარდიის პოლკის ყოფილ მეთაურს  მუჰსინ ქუცი ბარის.

2016 წლის ივლისში განხორციელებული სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის დროს 250-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 2700-ზე მეტი კი დაშავდა. არეულობის შემდეგ თურქეთში დააკავეს 80 ათასამდე ადამიანი. 150 ათასი საჯარო მოხელე და სამხედრო კი სამსახურიდან გაათავისუფლეს ან უფლებამოსილება შეუჩერეს. გადატრიალების ორგანიზებაში თურქეთის ხელისუფლება აშშ-ში მცხოვრებ მუსლიმი მქადაგებელი ფეთჰულა გიულენს ადანაშაულებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ანდრიუს კალინდრა - გვჯერა,საქართველო გამოიყენებს შესაძლებლობების ფანჯარას, რომელიც გაფართოების განახლებულ პროცესს შეეხებ
საქართველოს პროკურატურამ, საფრანგეთის, შვეიცარიის და ლიეტუვას კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ფართომასშტაბიანი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა
ირაკლი კობახიძე: ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს და ქართველი ხალხის მთავარი საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტია
ირაკლი კობახიძე: ე.წ. ლიბერალები, რომლებიც თავისუფლებას ხშირად შირმად იყენებენ, ყველაზე შეუწყნარებელი არიან ადამიანის უფლებების, განსაკუთრებით კი - სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართ
ირაკლი კობახიძე: გლობალური პროცესები გვიჩვენებს, რომ კიდევ უფრო გასაძლიერებელია ძალისხმევა ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ტრადიციებისა და ეროვნული იდენტობის დასაცავად
არქივი