ევროკავშირის პრესსპიკერი - უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს უმაღლესი სასამართლო ინსტანცია, დაკომპლექტდეს უმაღლესი პროფესიული კომპეტენციისა და კეთილსინდისიერების მქონე მოსამართლეებით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
322 07 აპრილი 2021, 23:23

საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესთან დაკავშირებით, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის პრესსპიკერი ნაბილა მასრალი განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესის დახვეწა საქართველოსთვის მოქმედი პროგრამით გათვალისწინებული მაკრო-ფინანსური დახმარების მეორე ტრანშის გამოყოფის პირობაა.

„საქართველოს პარლამენტმა პირველ აპრილს საკანონმდებლო ცვლილება მიიღო, რომელიც განიხილავს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესს. ევროკავშირმა არაერთხელ გამოთქვა შეშფოთება ამ შერჩევის პროცესში არსებული ხარვეზებისა და ახალი წესების გამო.

მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი მიესალმება ამ ინიციატივას შესარჩევი პროცესის სამართლებრივ ჩარჩოში ცვლილების თაობაზე, გულდასაწყვეტია, რომ საქართველოს პარლამენტმა ნაჩქარევად შეიმუშავა და მიიღო ეს ცვლილებები, ინკლუზიური კონსულტაციის პროცესის გარეშე. ჩვენ ვწუხვართ, რომ საქართველომ მანამდე ნაჩქარევად უკვე შეიტანა ცვლილებები ამ კანონმდებლობაში, ვენეციის კომისიისთვის დროული თხოვნის ან მისი საბოლოო მოსაზრებისთვის მოცდის გარეშე.

ამიტომ ევროკავშირი მტკიცედ ურჩევს საქართველოს, რაც შეიძლება სწრაფად მოითხოვოს ვენეციის კომისიის შეფასება იმის შესახებ, შეესაბამება თუ არა მიღებული შესწორებები მის წინა რეკომენდაციებს. ვენეციის კომისიის მიერ ერთხელ უკვე დადასტურებული ახალი წესები ყველა განმცხადებელზე თანაბრად უნდა გავრცელდეს.

უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ უზენაესი სასამართლო, საქართველოს უმაღლესი სასამართლო ინსტანცია, დაკომპლექტდეს უმაღლესი პროფესიული კომპეტენციისა და კეთილსინდისიერების მქონე მოსამართლეებით. ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესის დახვეწა ასევე არის მოქმედი პროგრამით გათვალისწინებული მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის გამოყოფის პირობა საქართველოსთვის“, - ნათქვამია ევროკავშირის ოფიციალური წარმომდაგენლის განცხადებაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვიოლა ფონ კრამონი - “ქართული ოცნება” რეალურად “რუსული ოცნებაა” - ოლიგარქი ერთადერთ დავალებას იღებს რუსი მფლობელებისგან: “ჩაითრიე საქართველო უკან რუსულ ჭაობში“
სტოლტენბერგი: ნატო ამზადებს გადაწყვეტილებებს უკრაინის უფრო ძლიერი მხარდაჭერისთვის
მამუკა მდინარაძე: ნათელი ხდება, რამდენად მნიშვნელოვანია დავიცვათ ეროვნული ღირსება, ოჯახური ღირებულებები და ამაყად გავაგრძელოთ სვლა დეოკუპაციის, განვითარების და ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობის გზაზე - გელოდებით ყველას 29 აპრილს
მიხაელ გალერი - ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს აქციის მონაწილეებს, რომლებიც საქართველოსა და ევროკავშირის დროშით დგანან, მოვითხოვთ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას
ანა ფოტიგა - უნდა განვიხილოთ მიზანმიმართული სანქციების შესაძლო დაწესება ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და მოვუწოდოთ მიშა სააკაშვილის გათავისუფლებისკენ
არქივი