რატი იონათამიშვილი - მელიას საქმე წმინდა სამართლებრივი საკითხია, ნიკა მელია არის დამნაშავე, რომელიც არ სცემს პატივს ქართულ კანონმდებლობას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
223 07 აპრილი 2021, 22:05
ჩვენთვის ნიკა მელიას საქმე არასდროს ყოფილა პოლიტიკურ კონტექსტში განხილული, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა  რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

„მელიას საქმე ჩვენთვის წმინდა სამართლებრივი საკითხი. ნიკა მელია არის დამნაშავე, რომელიც არ სცემს პატივს ქართულ კანონმდებლობას და შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ის თვითინიციატივით იმყოფება საპატიმროში“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ხვალ თბილისის საქალაქო სასამართლო ნიკა მელიას მიმართ შეფარდებულ აღკვეთ ღონისძიებას - პატიმრობას გადასინჯავს.

სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხა 40 000 ლარით გაიზარდა. გადახდის ვადად მელიას 50 დღე განესაზღვრა, თუმცა მან გირაო არ გადაიხადა, რის შემდეგაც პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ნიკა მელია 23 თებერვალს დააკავეს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტარების განცხადებაზე: ეს ადამიანები EED-ის ბორდში სხედან, რომელიც „სირცხვილიას“ და „მოლოტოვის კოქტეილების“ კამპანიას აფინანსებდა. „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა ევროპის ღირებულებებს შეესაბამება?! ეს უკვე ცინიზმია
ვედანტ პატელი - ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას საქართველოში, განსაკუთრებით ყურადღებით ვადევნებთ თვალს საპროტესტო აქციებს და მოვუწოდებთ ყველა მხარეს, პატივი სცენ თავისუფლებას და მშვიდობიან შეკრებას
შალვა პაპუაშვილი: მაინტერესებს NED-ს რა წარმოდგენა აქვს ქართველ ხალხზე. მიიჩნევს თუ არა თანაბრად, როდესაც ხარჯავს ფულს და ამბობს, არ გეტყვით რას ვაკეთებო
საგარეო უწყება უარყოფს, რომ გერმანიაში საქართველოს ელჩი ლევან იზორია ბუნდესტაგში დაიბარეს
საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
არქივი