ენგურის იქით ოკუპაციის პირისპირ, ენგურს აქეთ პანდემიის შედეგად დაწესებული შეზღუდვები - 5-დღიანი კარანტინი - გალის მოსახლეობა ცდილობს ერთსაც აუაროს გვერდი და მეორესაც., -პაატა დავითაია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
585 07 აპრილი 2021, 19:08
ენგურის იქით ოკუპაციის პირისპირ, ენგურს აქეთ პანდემიის შედეგად დაწესებული შეზღუდვები - 5-დღიანი კარანტინი - გალის მოსახლეობა ცდილობს ერთსაც აუაროს გვერდი და მეორესაც. რისკი, რომელიც ზოგს სიცოცხლის ფასად უჯდება. დღეს გამთენიისას ენგურის გადმოცურვისას საქართველოს ოთხი მოქალაქე დაიღუპა. 

 „ეს არის ყოველდღიური და მუდმივი ბრძოლა სიცოცხლისათვის - ამბობს ევროპული დემოკრატების თავმჯდომარე პაატა დავითაია - ოკუპაციის ზონაში მთელ პერიმეტრს ეფესბეს ჯარი აკონტროლებს. მათ გარკვეული ტერიტორია დანაღმული აქვთ, სხვა ადგილებში დედექტორები ან ვიდეო თვალები უყენიათ და მიმოსვლას მკაცრად აკონტროლებენ.“ დავითაიას განმარტებით, რუსმა ოკუპანტებმა ყველა გადმოსასვლელი გზა ჩაკეტა, დარჩა მხოლოდ ხიდი. ამიტომაც, ჩვენს მოქალაქეებს „გამოსავლის მოძებნა მოუხდათ.“
 „გალიდან ზუგდიდში გადმოსასვლელად საჭიროა ოკუპაციის ზონაში გარკვეული ცნობების აღება, მკაცრი კონტროლია დაწესებული. შემდეგ ხიდი უნდა გადმოიარო და აქეთ ხუთდღიანი კარანტინი გაიარო. ამდენი დრო კი ჩვენს მოქალაქეებს არა აქვთ, ისინი ხომ სიცოცხლისთვის იბრძვიან, ზოგს მშიერი შვილი ყავს სახლში მარტო დატოვებული და ზოგს ავადმყოფი მშობლები, რომელსაც წამალი ეჩქარება.“ ევროპული დემოკრატების ლიდერი თბილისს მოუწოდებს, გაამარტივოს ოკუპაციის ზონიდან საქართველოს მოქალაქეების გადმოსვლა ენგურის ხიდთან სწრაფი ტესტების გაკეთების საშუალებით და მათ დამატებითი ბარიერები არ შეუქმნას.  რაც შეეხება ტრაგიკულ შემთხვევას, პაატა დავითაიას თქმით, მათი გადაადგილება დედექტორებმა დააფიქსირეს, რის შემდეგაც მათ რუსი სამხედროები ძაღლებით დაედევნენ, ამიტომაც მათ მდინარეში შესვლა მოუწიათ.  „ენგური, ერთ-ერთი ძალიან მძიმე და რთული მდინარეა, ვინც მას იცნობს, იცის რომ შეიძლება ენგურში შეხვიდე და სანამ ერთი ნაპირიდან მეორემდე მიაღწევ, შეიძლება მოულოდნელად ადიდდეს და სირთულეები შექმნას“ - ამბობს პაატა დავითაია. მისივე განმარტებით, სიცოცხლისათვის და არსებობისთვის ბრძოლა გალის მოსახლეობას ყოველდღიურად უწევს. ამ გზაზე კი „ისინი ცდილობენ არც ნაღმებს არ დაადგან ფეხი და მადევარ ძაღლებსაც გაექცნენ, ამიტომაც, საქართველოს ხელისუფლებამ მათთვის პანდემიით გამოწვეული კარანტინის პირობები უნდა შეცვალოს და ის მაქსიმალურად გაამარტივოს.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პროკურორებმა ტრეფიკინგისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე ტრენინგი გაიარეს
კანონპროექტი, რომელსაც პარლამენტში კენჭს უყრიან, არ აახლოებს საქართველოს ევროკავშირთან - შარლ მიშელი
ისრაელი „ჰამასის“ წინააღმდეგ ოპერაციას განაგრძობს - საბრძოლო მოქმედებები ღაზის სექტორის ჩრდილოეთ, სამხრეთ და ცენტრალურ ნაწილში მიმდინარეობს
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა დღეს უკრაინისთვის და ისრაელისთვის დახმარების კანონპროექტს განიხილავს
ნინო ნადირაძე: მოიმღერ-მოიცეკვებენ მოსკოვებს, რუბლებს ევროზე დაახურდავებენ, პარტმუშაკი წინაპრების ფოტოებს გახედავენ და წამიკითხავენ ლექციას სიმართლეზე და ევროპულ ღირებულებებზე
არქივი