გია აბაშიძე: საინტერესოა, ამ განცხადების გამო, ურაპატრიოტები და ქუჩის ე.წ. სამოქალაქო აქტივისტები არ მიუვარდებიან სერგი კაპანაძეს?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
282 06 აპრილი 2021, 18:14

„ნაციონალური მოძრაობა“ და მისი დაშლილ-არმოშლილი კლასტერი იმდენად ჩაიხლართა საკუთარ პოლიტიკურ გზავნილებში, რომ უკვე აღარც მალავს და აღიარებს მწვავე „სიმართლეს“, მსგავსზე ამუნათებდნენ მათ შორის, სალომე ზურაბიშვილს, ჰაიდი ტალიავინის, ევროპელ ზოგიერთ პოლიტიკოსსა და ანალიტიკოსს, - ასე ეხმაურება ანალიტიკოსი გია აბაშიძე Facebook-ზე სერგი კაპანაძის განცხადებას.


მისი თქმით, საინტერესოა, ამ განცხადების გამო სერგი კაპანაძეს თუ მიუვარდებიან ურაპატრიოტები და ქუჩის ე.წ. სამოქალაქო აქტივისტები.


„საინტერესოა, ამ განცხადების გამო, ურაპატრიოტები და ქუჩის ე.წ. სამოქალაქო აქტივისტები (რეალურად სააკაშვილისა და ბოკერიას მარიონეტები) არ მიუვარდებიან სერგი კაპანაძეს, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს?


თუმცა, ვინ უნდა მიუვარდეს და ვისი მითითებით? МГИМО-ელი ელენე ხოშტარიას, ნინა ანზოროვნას, ამხანაგი ნათელაშვილისა თუ სიზმარა ნატო ჩხეიძის?“, - წერს გია აბაშიძე.


„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ არავინ უარყოფს ფაქტს, რომ ქართულმა მხარემ ცხინვალი დაბომბა და კასეტური ბომბები გამოიყენა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ხაზარაძის პარტიის წარმომადგენელი თაზო დათუნაშვილი UEFA-ს პოზიტიურმა სტატიამ გააღიზიანა
იტალიაში, ყაჩაღობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს
ბაკურიანში, თოვლის მასაში მოყოლილი პირის ძებნა-შველის ოპერაცია გრძელდება
მაკა ბოჭორიშვილი: ახლა უკვე, როდესაც საქართველო კანდიდატი ქვეყანაა, გარდაუვალია ევროკავშირში ინტეგრაცია, ეს არის ჩვენი მომავალი
მაკა ბოჭორიშვილი: როცა საერთაშორისო ფორმატს მარტო სააკაშვილის წერილის წასაკითხად იყენებ და ამბობ, რომ ევროინტეგრაციის ყველაზე დიდი გულშემატკივარი ხარ, არ მჯერა და არც იმ ადამიანებს სჯერათ, რომლებიც საარჩევნო ყუთთან დადგებიან
არქივი