ახალაშენებულ კორპუსებში ბინები 600 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადაეცემა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
370 06 აპრილი 2021, 09:54

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ზუგდიდში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინას 600 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადასცემს.

სააგენტოს ინფორმაციით, საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით, განაცხადი 6 000-ზე მეტ დევნილ ოჯახს აქვს შევსებული. გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, თითოეულ აპლიკანტს წინასწარი ქულა მიენიჭა.

სიის გამოქვეყნებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში დევნილ ოჯახებს დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის შესაძლებლობა ეძლევათ. შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, წინასწარი ქულები გადაფასდება, რის შემდგომაც განახლებული სია გამოქვეყნდება.

ბინების რაოდენობისა და კორექტირებული ქულების გათვალისწინებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია განსაზღვრავს განაცხადების იმ რაოდენობას, რომელსაც მონიტორინგის ჯგუფები გადაამოწმებენ.

მონიტორინგის ჯგუფები დევნილი ოჯახების საცხოვრებელ პირობებსა და საჭიროებებს ადგილზე შეისწავლიან. გადამოწმებული განაცხადები, გადაწყვეტილების მისაღებად, დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას წარედგინება. ბინების განაწილების პროცესი ღიად და გამჭვირვალედ წარიმართება.

ზუგდიდში ბინის მიღების მსურველი დევნილი ოჯახებისთვის მინიჭებული წინასწარი ქულების ნახვა შესაძლებელია ბმულზე. 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მეთიუ მილერი - ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით
„ლელოს“ გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს
საზოგადოება ქართული"-ს საინიციატივო ჯგუფის წევრი სვიმონ ჯანგულაშვილი-ქართველთა უმრავლესობა ყოველთვის იქნება მკვლელების, 26 მაისის და 7 ნოემბრის მომწყობი ძალის წინააღმდეგ
გურამ მაჭარაშვილი „ხალხის ძალის“ განცხადებაზე: ჩვენ თუ მხოლოდ იმაზე ვართ დამოკიდებული, რასაც პარტნიორები გვეტყვიან ის შევასრულოთ, მიუხედავად იმისა, თუ რა წერია კანონში, მაშინ რად გვინდა სახელმწიფო ინსტიტუტები?
არჩილ თალაკვაძე: მინდა მოვუწოდო საზოგადოებას, ფხიზლად იყოს და ყურადღებით დააკვირდეს იმ ჯგუფებს, ვინც აქციაზე იწვევს და შემდეგ კონკრეტული დაპირისპირებისკენ მოუწოდებს
არქივი