ნიკოლოზ ვაშაკიძე - განათლების სისტემის 90-იან წლებში დაწყებულმა და დღემდე მიმდინარე ჩავარდნამ უკვე დაიწყო თავისი კატასტროფიული შედეგების გამოღება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
465 05 აპრილი 2021, 14:05
"დღევანდელი ქართული რეალობა ნათლად გვიჩვენებს, რომ განათლების სისტემის 90-იან წლებში დაწყებულმა და დღემდე მიმდინარე ჩავარდნამ უკვე დაიწყო თავისი კატასტროფიული შედეგების გამოღება", - აცხადებს "ევროპელი დემოკრატების  წარმომადგენელი ნიკოლოზ ვაშაკიძე. 

მისი თქმით, გაუნათლებელი არაპროფესიონალების საქმიანობა ქვეყნის თითქმის ყველა სფეროს დაეტყო.

"ყველა დონის თანამდებობებზე მასობრივად მოდიან ელემენტარული ცოდნისა და, ცხადია, ყოველგვარი სტრატეგიული ხედვის არმქონე ხალხი. ცხადია, ეს უკვე ყველაფერს დაეტყო: სამარცხვინოდ ჩატარებული ანტიტერორისტული თუ ანტიკრიმინალური ოპერაციებიდან უკონტროლოდ მიშვებულ მიგრაციულ პროცესებამდე, ქვეყნის ეკონიმიკის, საგარეო პოლიტიკის, ფინანსებისა თუ პანდემიის მართვამდე. 

კიდევ რამდენიმე წელი და სიტუაცია შეუქცევად ხასიათს მიიღებს, რაც აუცილებლად ეროვნული კატასტროფით დამთავრდება. გამოსავალი მხოლოდ ერთია - საზოგადოებამ რამენაირად უნდა მოახერხოს ქვეყანაში დარჩენილი კომპეტენტური ინტელექტუალური რესურსის მობილიზება, მისი პოლიტიკური ორგანიზება და ხელისუფლებაში მოყვანა", - აცხადებს ნიკოლოზ ვაშაძე. 
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შსს: 15 აპრილს პოლიციამ განახორციელა ყველა პრევენციული ღონისძიება, რათა თავიდან აეცილებინა ძალადობა, მასობრივი დაპირისპირება და უზრუნველყო რუსთაველზე შეკრებილი მოქალაქეებისთვის შეკრება-მანიფესტაციის უფლებით სარგებლობის საშუალება
ქუთაისის საოპერო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ალექსანდრე ელისაშვილის მიერ მამუკა მდინარაძეზე თავდასხმაზე: ეს არის ჩვეულებრივი ხულიგნობა და არ შეიძლება დაუსჯელი დარჩეს, რადგან ამას შემდეგ ყველა გაიმეორებს
ირაკლი ქადაგიშვილი: საქართველოს მთავრობა, ხელისუფლება, კანონმდებლობა, არის გამჭვირვალობის უმაღლეს ზღვართან მიახლოებული
სენაკის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი: ძალადობა არის ცუდი, განსაკუთრებით, როცა ამას პოლიტიკოსები სჩადიან
სხდომის პარალელურად, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
არქივი