რუსთავის საკრებულოს წევრის დაჭრის ფაქტზე მისი მეზობელი დააკავეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
276 04 აპრილი 2021, 23:37

რუსთავის საკრებულოს წევრის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია მისი მეზობელი.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.ტ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 4 აპრილს, ქალაქ რუსთავში თავის საცხოვრებელი ბინის კორპუსის ეზოში, ურთიერთშელაპარაკებისას, მეზობელს - 1978 წელს დაბადებულ გ.მ.-ს ქვედა კიდურის არეში ცივი იარაღის გამოყენებით ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი გადაყვანილია კლინიკაში, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს",- ნათქვამია ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციებზე: რაც არის ქართველი ხალხისთვის კარგი, იმას გავითვალისწინებთ, რაც არ არის კარგი ქართველი ხალხისთვის, იმას არ გავითვალისწინებთ
შალვა პაპუაშვილი: ნიდერლანდების, დანიის საელჩოების ფულით დაფინანსებული „ენჯეო“ ულტიმატუმს უყენებდა პარლამენტს, შემდეგ მცდელობა ჰქონდათ, მშვიდობიანი აქცია გასცდენოდა მშვიდობიან ფარგლებს - ვფიქრობ, საელჩოებმა უნდა დააფიქსირონ პოზიცია
გია აბაშიძე - ქართველი ერის დაკვეთაა ჩვენი სუვერენიტეტის დაცვა, რასაც "ქართული ოცნების" ხელისუფლება ასრულებს, ვასალობის ეპოქა დასრულდა, რაოდენ მძიმეც არ უნდა იყოს პრივილეგიებსა და ანტისახელმწიფოებრივ გრანტებს შეგუებულთათვის
შალვა პაპუაშვილი - საქართველოს პარლამენტი გააგრძელებს მსჯელობას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონზე, ეს კანონი სჭირდება ხალხს
რა შუაში იყო საფრანგეთის პრეზიდენტი საერთოდ ვერ ვხვდები - პრეზიდენტი უჩივის თავის ქვეყნის, ხალხის ხელისუფლებას სხვა ხალხის ხელისუფლებასთან
არქივი