მწერალი გურამ დოჩანაშვილი გარდაიცვალა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
101 03 აპრილი 2021, 12:51

მწერალი გურამ დოჩანაშვილი გარდაიცვალა. ის „ნიუ ჰოსპიტალსში“ გუშინ გადაიყვანეს, სადაც რეანიმაციულ განყოფილებში იმყოფებოდა.

გურამ დოჩანაშვილი 1939 წლის 26 მარტს ქ. თბილისში დაიბადა. 1962 წელს დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკულტეტი. 1968 წელს გურამ დოჩანაშვილი მწერალთა კავშირში მიიღეს. გურამ დოჩანაშვილის პირველი მოთხრობები 1961 წელს დაიბეჭდა ჟურნალ „ცისკარში“. მწერალი არის ლიტერატურული პრემია - "საბას" ლაურეატი ნომინაციაში - "ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი