ალეკო ელისაშვილი - დახურულ კარს მიღმა პოლიტიკოსები ერთს ლაპარაკობენ, გარეთ აბსოლუტურად სხვას, გამოვიდნენ, როგორც მმართველი პარტიის, სხვა პარტიის თავმჯდომარეები და თქვან, დოკუმენტს აწერენ თუ არა ხელს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
269 02 აპრილი 2021, 11:46

ქართველი პოლიტიკოსებისთვის, პარტიების თავმჯდომარეებისთვის, პოლიტიკური ლიდერებისთვის ძალიან სამარცხვინოა, რომ ასეთ რაღაცას ვისმენთ, ევროპარლამენტის შვიდმა წევრმა განცხადებას ხელი მოაწერა, – ასე აფასებს ოპოზიციონერი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი რამდენიმე ევროპარლამენტის სახელით გავრცელებულ განცხადებას, რომელშიც ისინი საქართველოში პარტიების შეუთანხმებლობის გამო იმედგაცრუებას გამოთქვამენ და ფინანსური დახმარების შეჩერებას არ გამორიცხავენ.

„სირცხვილთან ერთად, ჩვენი მხრიდან უპასუხისმგებლობა და დანაშაულია ის, რომ ჩვენი გაჯიქების გამო დასავლური თანამეგობრობის თვალში საქართველოს მხოლოდ იმიჯი კი არ ზიანდება, არამედ ფინანსურ სანქციებზეა საუბარი. წარმოიდგინეთ, როგორი დარტყმა იქნება 60 მილიონი ევროს შეჩერება ასეთ ღარიბ და პანდემიის გამო მძიმე მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისთვის, რომელიც ინსტიტუციურ რეფორმას უნდა მოხმარებოდა და ოქტომბერში უნდა ჩარიცხულიყო.

როგორც ერთ-ერთი პარტიის თავმჯდომარე, მივმართავ ყველას, ვინც კრისტიან დანიელსონთან მოლაპარაკების მაგიდასთან იჯდა, თითოეული პარტია ინდივიდუალურად გამოვიდეს და თქვას, აწერს თუ არა ხელს იმ დოკუმენტს, რომელიც დანიელსონმა მაგიდაზე დადო.

დახურულ კარს მიღმა პოლიტიკოსები ერთს ლაპარაკობენ, მერე გარეთ გამოდიან, აბსოლუტურად სხვას იძახიან და შემდეგ სხვას აბრალებენ. გამოვიდნენ, როგორც მმართველი პარტიის, ასევე სხვა დანარჩენი პარტიის თავმჯდომარეები და თქვან, დოკუმენტს აწერენ თუ არა ხელს. ჩვენ პარლამენტში ვართ, მაგრამ ამ დოკუმენტს ხელს ვაწერთ. ეს ქვეყანა უფსკრულში იჩეხება. უკვე ფეხი დაგვიცურდა და უფსკრულისკენ მივექანებით. თუ ამას ვინმე ვერ ხვდება, ეს კიდევ უფრო დიდი დანაშაულია. დახურულ კარს მიღმა კი ნუ კეკლუცობენ, საჯაროდ თქვან, რას აპირებენ. მოქალაქეები იმსახურებენ იმას, ამა თუ იმ პარტიის პოზიცია ღიად დააფიქსირონ“, – აცხადებს ალეკო ელისაშვილი.


 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი: ქალბატონი სალომეს ყოველი შემდგომი ნაბიჯი ადასტურებს იმას, რომ ის არის იმ რადიკალური ჯგუფის ნაწილი ოპოზიციაში, რომელიც უცხოეთიდან კარნახით მოქმედებს საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ
შალვა პაპუაშვილი: განსაკუთრებულად მიუღებელი იყო ერთ-ერთი ევროპარლამენტარის მხრიდან ქართულ პოლიციაზე თავდასხმა და ვთქვი კიდეც, რომ პოლიციაზე თავდასხმა არის სახელმწიფოზე თავდასხმა და ეს მიუღებელია
შალვა პაპუაშვილი - ევროპარლამენტის მიერ ინიცირებულ რეზოლუციაში აფხაზეთი იყო ყირგიზეთთან მოხსენიებული, როგორც სახელმწიფო - აი ასეთ ხალხთან გვაქვს ურთიერთობა, რომლებსაც მერე პრეტენზია აქვთ, რომ ესმით საქართველოს კონტექსტი და იციან რა არის კარგი ქართველი ხალხისთვის
გვირჩევდნენ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას. მათ შორის, მგონი ამ რეზოლუციის პროექტშიც წერია. ეს მეგობრული რჩევაა? ვინც ამას აკეთებს, ქართველი ხალხის მეგობარია?
დეპუტატებიდან ზოგიერთი ცოტა ხანში ალბათ აღარც იქნება ევროპარლამენტში. ისინი დაბრუნდებიან საკუთარ ქვეყნებში, მშვიდად გადაბრუნდებიან, დაიძინებენ და ჩვენ ამ სიმშვიდის უფლება არ გვაქვს
არქივი