ევროპარლამენტარები საქართველოში პარტიების შეუთანხმებლობის გამო ფინანსური დახმარების შეჩერებაზე საუბრობენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
234 02 აპრილი 2021, 00:48

ევროპარლამენტის წევრები საქართველოში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ.

განცხადებას ხელს აწერენ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობების დელეგაციის თავმჯდომარე მარინა კალიურანდი, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე   ანდრიუს კუბილიუსი, საქართველოს საკითხზე მომხსენებელი სვენ მიქსერი, ასევე ვიოლა ფონ კრამონი, მიხაელ გალერი და პეტრას აუსტრევიჩუსი.

ევროპარლამენტარები წუხილს გამოთქვამენ, რომ საქართველოს პოლიტიკური ლიდერები არ დათანხმდნენ ევროკავშირის მედიატორის კრისტიან დანიელსონის შეთავაზებას და ასევე საუბრობენ მოსალოდნელი შედეგების შესახებ ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების თვალსაზრისით.

„ჩვენ ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოში პოლიტიკური ლიდერებით გასულ სამშაბათს შეთანხმების მიღწევის მათი უუნარობის გამო, პოლიტიკური კრიზისის დასრულებაში დასახმარებლად ევროკავშირის მიერ გაწეული მაქსიმალური ძალისხმევის მიუხედავად. ამ შედეგში დამნაშავე არიან, როგორც მმართველი, ისე მთავარი ოპოზიციური პარტიები, რომლებიც მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ და განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მთავრობაში არსებულ პარტიას ეკისრება.

ჩვენ ვადასტურებთ ძლიერ მხარდაჭერას კრისტიან დენიელსონის  დაუღალავი   მუშაობისადმი და მივესალმებით პოლიტიკური პარტიებისადმი მის მიერ გაკეთებული შეთავაზების გამოქვეყნებას, რაც კიდევ უფრო ზრდის მედიაციის პროცესის გამჭვირვალობას. უკიდურესად მნიშვნელოვანია პოლიტიკური პარტიების აქტორებს შორის ნდობის აღდგენა. ამ შეთანხმების შინაარსი ნამდვილად სწორი გზაა საქართველოსთვის: ამბიციური საარჩევნო და სასამართლო რეფორმები, საქართველოს პარლამენტში პასუხისმგებლობის აზრიანი განაწილება და რაც ყველაზე მთავარია, მომავალ არჩევნებთან და პოლიტიზებული მართლმსაჯულების ორ საქმესთან დაკავშირებული გადაწყვეტილება. აღნიშნული გამოსავალი პოლიტიკურად დაბალანსებულია და პატივს სცემს როგორც კანონის უზენაესობას, ისე 2020 წლის არჩევნების საერთაშორისო შეფასებას. ასევე მივესალმებით ჟან-მონეს დიალოგის პროცესს ევროპარლამენტის მხარდაჭერით, როდესაც ამის საშუალებას პოლიტიკური სიტუაცია შექმნის.

პოლიტიკური პარტიების მიერ კომპრომისზე უარის თქმის შემდეგ, საქართველოს ლიდერები არ უნდა ელოდონ ევროკავშირისგან საქმის ჩვეულებრივ გაგრძელებას. კერძოდ, ევროპარლამენტის მხრიდან იქნება მოწოდება, რომ მომხდარს შედეგები მოჰყვეს ევროკავშირის ფინანსური დახმარების თვალსაზრისით, მათ შორის შემდგომი თანხების გამოყოფის შეჩერების, ასევე პირობითობის გაზრდის მხრივ, ევროკავშირის მაკროფინანსურ  დახმარებასთან და მხარდაჭერის საბიუჯეტო პროგრამებთან დაკავშირებით.

ამასთან ერთად, საქართველოს პარლამენტში მიმდინარე საარჩევნო და სასამართლო რეფორმების მიღება საჭიროებს ფართო პოლიტიკურ მხარდაჭერას და ეუთო/ოდირისა და ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრულად შესრულებას. ეს რეფორმები არის საკვანძო მნიშვნელობის ნდობის აღსადგენად. ჩვენ მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, უზრუნველყოს ჭეშმარიტად ინკლუზიური პროცესი, რათა თავიდან იქნას აცილებული მომავალი არჩევნებისა და სასამართლოს სისტემისთვის ძირის გამოთხრა, ასევე მომავალში შესაძლო შეთანხმებისთვის კარის არასაჭირო დახურვა.

მოვუწოდებთ საქართველოს ლიდერებს, იმოქმედონ დაუყოვნებლივ. ფსონი დევს ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობების მომავალზე“, – ნათქვამია ევროპარლამენტის წევრების ერთობლივ განცხადებაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტარების განცხადებაზე: ეს ადამიანები EED-ის ბორდში სხედან, რომელიც „სირცხვილიას“ და „მოლოტოვის კოქტეილების“ კამპანიას აფინანსებდა. „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა ევროპის ღირებულებებს შეესაბამება?! ეს უკვე ცინიზმია
ვედანტ პატელი - ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას საქართველოში, განსაკუთრებით ყურადღებით ვადევნებთ თვალს საპროტესტო აქციებს და მოვუწოდებთ ყველა მხარეს, პატივი სცენ თავისუფლებას და მშვიდობიან შეკრებას
შალვა პაპუაშვილი: მაინტერესებს NED-ს რა წარმოდგენა აქვს ქართველ ხალხზე. მიიჩნევს თუ არა თანაბრად, როდესაც ხარჯავს ფულს და ამბობს, არ გეტყვით რას ვაკეთებო
საგარეო უწყება უარყოფს, რომ გერმანიაში საქართველოს ელჩი ლევან იზორია ბუნდესტაგში დაიბარეს
საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
არქივი