რა არის ანაფილაქსიური შოკი და რა ნიშნები აქვს მას?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
505 19 მარტი 2021, 19:27
​რა არის ანაფილაქსიური შოკი და რა ნიშნები აქვს მას? - ამ თემაზე ექიმი რეზიდენტი გიორგი ღოღობერიძე საუბრობს. 

- რა დროში იწყება ანაფილაქსია? 
- 70%-ში ვლინდება 5-30 წთ-ში მედიკამენტის გაკეთებიდან (იშვიათად 4 საათში, კიდევ უფრო იშვიათად 12 საათში და კიდევ უფრო იშვიათად 24 საათში)
- არის რამე ტესტი რომ ვიცოდე, მექნება თუ არა ანაფილაქსია?
- სამწუხაროდ, არა
- თუ არ ვარ ალერგიული, შეიძლება დამემართოს ანაფილაქსია?
- შეიძლება 
-  თუ მაქვს ალერგიის მძიმე ანამნეზი, რა მომეთხოვება?
- ადრენალინის აუტოინექტორი (აქვთ კლინიკაში ადრენალინი ანუ ეპინეფრინი)
- რა არის ანაფილაქსიის პირველი ნიშნები, რას მივაქციო ყურადღება?
- უმთავრესად ეს არის ქავილი მთელი სხეულის, გამონაყარი ჭინჭრის ციების (ურტიკარიის) სახით, ზოგჯერ წვის შეგრძნება და შეხურება;
- 70%-ში სუნთქვის გაძნელება, ჰაერის უკმარისობის შეგრძნება სასუნთქი გზების შევიწროების გამო. შეიძლება თანხლებული იყოს ხმის ჩახლეჩით, ხველით;
- 10-40%-ში ახლავს წნევის დაქვეითება. კლასიკურად სისტოლური წნევა ქვეითდება და ჩამოსცდება 90-ს; წნევის დაქვეითების პარალელურად პაციენტებს გულისცემა უხშირდებათ და უჩივიან გულის არეში უსიამოვნო განცდას;
- 30-40%-ში ერთვის მუცლის ტკივილი, ფაღარათი, ღებინება. 
-  20%-ში ენის და ხორხის შეშუპება, რასაც პაციენტი გრძნობს წვის შეგრძნებით და ჩასუნთქვის გაძნელებით
- რა იწვევს ანაფილაქსიას?
-  ძირითადად ჩვენი პოხიერი უჯრედების და ბაზოფილების მიერ ჰისტამინის ჭარბი გამოყოფა.
- რა ხდება ანაფილაქსიის მძიმე ფორმების დროს?
ჭარბად გამოყოფილი ჰისტამინი იწვევს:
1. სასუნთქი გზების შევიწროებას (ბრონქოსპაზმი), რთულდება ასფიქსიით
2. სისხლძარღვების გაფართოებას და გულისკენ სისხლის მიდინების (პრედატვირთვის) შემცირებას (რთულდება დისტრიბუციული შოკით)
3. გულის კუმშვადობის დაქვეითებას (რთულდება კარდიოგენური შოკით)

- რა არის ანაფილაქსიის მეორე ტალღა?
- 80%-ში ანაფილაქსია ერთტალღიანია;
- 20%-ში შეიძლება განვითარდეს მეორე ტალღა, რაც იმას ნიშნავს, რომ თავიდან ადამიანს აქვს ანაფილაქსია, მერე მისი მდგომარეობა უმჯობესდება და გაუმჯობესებიდან 1-12 საათში ისევ ემართება მეორე შეტევა (ბიფაზური ანაფილაქსია).
- რით მთავრდება ანაფილაქსია?
- 98-99.3%-ში პაციენტის გადარჩენით, თუ მას დაუყოვნებლივ ჩაუტარდება ადრენალინის ინიექცია (კლასიკურად ბარძაყის კუნთში). ასევე სითხეების გადასხმა ინტრავენურად, ჟანგბადის მიწოდება და ხელოვნური სუნთქვა (საჭიროებისამებრ).
- შეიძლება ადრენალინი გამიკეთდეს და არ იყოს ეფექტური?
- ძალიან იშვიათად.
- ადრენალინი შეიძლება არ იყოს ეფექტური, თუ კეთდება დაგვიანებით, კეთდება კუნთის ნაცვლად კანქვეშ (გვიანდება მოქმედება) ან თუ თქვენ სვამთ ბეტა-ბლოკერებს. ეს აუცილებლად უნდა აცნობოთ ექიმს! ამ შემთხვევაში გამოყენებული იქნება გლუკაგონი ინტრავენურად.

- რა შეიძლება იყოს ანაფილაქსიის დროს გარდაცვალების მიზეზი?
- ასფიქსია, სასუნთქი გზების შეშუპების გამო;
- დისტრიბუციული შოკი, რადგან სისხლი პერიფერიაზე რჩება და გულისკენ აღარ იგზავნება;
- არითმია და მიოკარდიუმის ინფარქტი-გულის მკვებავი სისხლძარღვების სპაზმის გამო;
- რა არის ალბათობა, რომ დამემართება ანაფილაქსია?
- ზოგადი ალბათობა არის 0.05%/

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მამუკა მდინარაძე - ვიზალიბერალიზაციაზე, ანუ ისეთ თემაზე ჩანაწერის გაჩენა რეზოლუციაში, რომელზეც ჭირდება ოცდაშვიდივე სახელმწიფოს თანხმობა, არის მორიგი თაღლითობა და შანტაჟი ინიციატორი ევროპარლამენტარების მხრიდან
ზაალ ანჯაფარიძე-ევროპარლამენტის რეზოლუცია არის კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ ევროპა გვიკეთებს ისეთ შეთავაზებებს, რომელზედაც ჰგონია, რომ საქართველო უარს ვერ იტყვის- თითქმის არ მეპარება ეჭვი, ამ რეზოლუციაშიც დიდი ფულია გადახდილი
რატი იონათამიშვილი - ევროპარლამენტმა რეზოლუციით მოითხოვა სააკაშვილის გათავისუფლება, ივანიშვილის დასანქცირება, გამჭვირვალობის კანონის და ოჯახური ღირებულებების საკონსტიტუციო ცვლილებების გაწვევა; პროექტის დაინიცირებისას აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ მოიხსენიეს - ამ ინსტიტუტის რეზოლუციებს არავითარი ძალა არ აქვს
დავით ქართველიშვილი: უსამშობლოთა ზეიმია დღეს - რუსთაველზე არ მოსვლა გაიგივებული იქნება ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების ლგბტ მომავლის პერსპექტივების გაზიარებასთან და ქვეყნის სუვერენიტეტზე უარის თქმასთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
არქივი