მამუკა მდინარაძე - უკვე პარადოქსია, კრემლში მოსიარულე ხალხი ატარებს ამ ქვეყანაში ანტისაოკუპაციო აგიტაციას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
243 27 თებერვალი 2021, 22:07

როდესაც ოპოზიციის გამოსვლებია, ან თუნდაც „ნაცმოძრაობის“ ოფისში შეხვედრები, ყოველი მეორე მათი თქმითაც კი რუსეთთან დაკავშირებული პირია. კრემლში მოსიარულე ხალხი ატარებს ამ ქვეყანაში ანტისაოკუპაციო აგიტაციას, - ეს განცხადება ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში „შაბათის ქრონიკაში“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის განცხადებით, თაკო ჩარკვიანი ხანდახან სიმართლეს ამბობს, თუმცა ზოგჯერ ისევ ოპოზიციის ნარატივშია

 „თუმცა უკვე პარადოქსია კრემლში მოსიარულე ხალხი ატარებს ამ ქვეყანაში ანტისაოკუპაციო აგიტაციას“, - აღნიშნა მდინარაძემ.

ცნობისთვის, თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში გიგა ბოკერიას და ნინო ბურჯანაძის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ბრალი ის არის, რომ ერთ მხარეს ბურჯანაძე ეჯდა და მეორე მხარეს - ბოკერია.

„ნუ აყენებთ ხალხს შეურაცხყოფას, ეს მებრძოლი ხალხი „ბოკერია- ბურჯანაძის“ პოლიტიკური გვამების გასაცოცხლებლად არ მოდის, არა! ახალგაზრდა, ჭკვიან ხალხს დაუთმეთ გზა!“ - წერს ჩარკვიანი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მაკა ბოჭორიშვილი: ახლა უკვე, როდესაც საქართველო კანდიდატი ქვეყანაა, გარდაუვალია ევროკავშირში ინტეგრაცია, ეს არის ჩვენი მომავალი
მაკა ბოჭორიშვილი: როცა საერთაშორისო ფორმატს მარტო სააკაშვილის წერილის წასაკითხად იყენებ და ამბობ, რომ ევროინტეგრაციის ყველაზე დიდი გულშემატკივარი ხარ, არ მჯერა და არც იმ ადამიანებს სჯერათ, რომლებიც საარჩევნო ყუთთან დადგებიან
მიხეილ ყაველაშვილი: ფეხბურთის გამო დავიწყე წინა ხელისუფლებასთან ბრძოლა - 30-მდე სრულყოფილი სტადიონი გაანადგურეს
მიხეილ ყაველაშვილი: აუცილებლად დადგება იგივე სიხარულის დღე, როცა გავხდებით ევროპის და ასევე მსოფლიო ჩემპიონები
ფაიგ ნაბიევი: იფთარზე ჩვენი შეკრება იმის გამოხატულებაა, რომ ქვეყანაში ტოლერანტობა, შემწყნარებლობა და ურთიერთპატივისცემა ჩვენი ცხოვრების წესია და ამ ყველაფრის გარანტორი სახელმწიფოა
არქივი