სუს-ი - ველოდებით კონკრეტული კონტურების გამოკვეთას თუ როგორ და როდის გათავისუფლდება ზაზა გახელაძე უკანონო პატიმრობიდან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
245 27 თებერვალი 2021, 21:54
უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან იდგმება ყველა ნაბიჯი და გამოყენებულია ყველა ბერკეტი მის გასათავისუფლებლად, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „შაბათის ქრონიკაში“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელმა თამთა გოგუაძემ განაცხადა.

„ამ პროცესში დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების ჩართულობას. გიდასტურებთ, რომ ყველა ჩვენი ბერკეტი და თანაპარტნიორი ჩართულია მისი გათავისუფლების პროცესში. ამ ეტაპზე ველოდებით კონკრეტული კონტურების გამოკვეთას, თუ როგორ და როდის გათავისუფლდება ზაზა გახელაძე უკანონო პატიმრობიდან“, - აღნიშნა თამთა გოგუაძემ.

მისი თქმით, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრას ქართული მხარე დიდი ხანია ითხოვს.

 „ჩვენი ხმრიდან მზაობაა, რომ (IPRM) შეხვედრა გაიმართოს 5 მარტს, თუმცა ეს არაა საბოლოო თარიღი და ველოდებით საბოლოო დადასტურებას“, - აღნიშნა გოგუაძემ.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა.  ოკუპანტებმა ზაზა გახელაძე 11 ივლისს დაჭრეს და დააკავეს.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შსს 15 აპრილს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების შესახებ დამატებით ინფორმაციას ავრცელებს
იაგო ხვიჩია „ოცნებას“ - ცდილობთ ქვეყანა ააცილოთ გზას, რომელიც ხალხმა აირჩია და ამის შესახებ არც ეუბნებით - თქვით: „ხალხო, ვემზადებით რეფერენდუმისთვის, რომ შემოვტრიალდეთ დასავლეთიდან ჩრდილოეთისკენ“ - გაბედეთ
მამუკა მდინარაძე: მაშინ, როდესაც ევროპული დემოკრატია მთლიანად აგებულია გამჭვირვალობისა და დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებზე, როგორ შეიძლება გამჭვირვალობის იდეამ და მისმა კანონში ასახვამ დაგვაშოროს ევროპას?
მამუკა მდინარაძე: არცერთი მიზეზი, რატომ არის ცუდი ეს კანონი, პარტნიორების მხრიდან არ მოგვისმენია. ეს არის იმ ტიპის კანონი, რომელიც სუბიექტურად არ აწყობს არასდროს არცერთ ქვეყანას გარდა იმ ქვეყნისა, სადაც ეს კანონი არსებობს
მამუკა მდინარაძე: არგუმენტი რომ მოაქვთ, ხვალ რას ჩაწერთ ამ კანონში არ ვიცითო, მაშინ გავაუქმოთ სისხლის სამართლის კოდექსი, იქნებ ხვალ ვიღაცამ დახვრეტა ჩაწეროს. ეს ლოგიკა არ არის, რაც წერია დღეს იმაზე ვილაპარაკოთ
არქივი